02:19 12-01-2025
მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "სევილიასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
AutoSharing Option
„ღამურების“ რიგებში ტრავმის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი დაბრუნდა, პირველი ტაიმის დასასრულს რომეროს დარტყმული ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია, შესვენების შემდეგ კი მისი წამოწყებული კომბინაცია რიოხამ დააგვირგვინა. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, გაიტანეს კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, მერე ვარგასმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო კომპენსირებულ დროში პედროსამ გიორგის შეცდომის შედეგად ანგარიში გაათანაბრა.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს - flashscore 7.0, sofascore 6.6, whoscored 5.9.
„ვალენსია“ 13 ქულით აუტსაიდერია და შემდეგ მატჩს 15 იანვარს, თასზე, გასვლაზე რანგით მესამე დივიზიონის „ოურენსესთან“ ჩაატარებს.
სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 რიოხა (61), 1:1 პედროსა (90+3)
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
წინა სეზონში მამარდამ უდიდესი როლი შეასრულა ვალენსიას ლა ლიგაში დარჩენაში და წელსაც ის რომ არა,გაცილებით უარესი მდგომარეობა ექნებოდათ.რამდენი ხანი მოუწია ტრავმის მკურნალობა და მეორე მეკარემ, ბევრი გოლი გაუშვა,საკუთარი შეცდომის გამო.ცხადია, გიორგი ფორმის პიკში ვერ იქნება,მაგრამ დმიტრიევსკის შეცდომების გამო,ისევ მას ენდნენ და გოლამდე დიდებულადაც თამაშობდა.შეცდომა ყველას მოსდის,თუმცა ყველაფერს წონა და ზომა აქვს.არ შეიძლება ასე უპრაკუნოდ ბრალი დასდო ვინმეს და ყველაფერი მას აჰკიდო.