მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "სევილიასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეცხრამეტე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სევილიას“ დაუზავდა - 1:1.

„ღამურების“ რიგებში ტრავმის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი დაბრუნდა, პირველი ტაიმის დასასრულს რომეროს დარტყმული ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია, შესვენების შემდეგ კი მისი წამოწყებული კომბინაცია რიოხამ დააგვირგვინა. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, გაიტანეს კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, მერე ვარგასმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო კომპენსირებულ დროში პედროსამ გიორგის შეცდომის შედეგად ანგარიში გაათანაბრა.

მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს - flashscore 7.0, sofascore 6.6, whoscored 5.9.

„ვალენსია“ 13 ქულით აუტსაიდერია და შემდეგ მატჩს 15 იანვარს, თასზე, გასვლაზე რანგით
მესამე დივიზიონის „ოურენსესთან“ ჩაატარებს.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 რიოხა (61), 1:1 პედროსა (90+3)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ნახსთ გამეორებით სხვსდასხცა რაკურსით. გაუმართლა სევილიის ფეხბურთელს. გამოუვიდა. ბურთი ორჯერ დაეცა მიწას. ძალიან ძნელია ეგეთი დარტყმულის ტრაექტორიის დაჭერა. მე შეცდომად არ ჩავთვლიდი. ეგეთი დარტყმული თითქმის აუღებლად ითვლება.
50 წლის სტაჟიანი ფანი
19:51 12-01-2025
2
ეს შეცდომა უთამაშებლობის ბრალია. რაც არ უნდა კარგი მეკარე იყო. თორემ ეზოში რომ სისტემატურად ვთამაშობდი, მე ავიღებდი მასეთ ბურთს. ეს ვერ გაიგო სანიოლამდე ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა, სანიოლმა ეს გამოასწორა და შედეგიც მიიღო.
irakli
16:40 12-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული