კვარაცხელიას პსჟ-სთან მომავალი კონტრაქტის დეტალები და ანაზღაურება ცნობილია

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში უახლოეს მომავალში გადასვლის შესახებ ინფორმაციებს ყველა წამყვანი ევროპული სპორტული გამოცემა ავრცელებს.

Il Roma-ს ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო „ტვიტერზე“ წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო მოითხოვა, მაგრამ საბოლოოდ პარიზული კლუბის მფლობელს, ნასერ ალ-ხელაიფის 80 მილიონ ევროზე მოურიგდება.

სკოტო აღნიშნავს, რომ ხვიჩამ ტრანსფერის დაუყოვნებლივ განხორციელება მოითხოვა, „პარი სენ ჟერმენთან“ კი ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედვით მისი სეზონური გასამრჯელო 8 მილიონი პლუს ბონუსები იქნება და პარიზული გუნდში მოუთმენლად ელიან, რათა ის ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმაროს.

სატრანსფერო
ექსპერტის, ნიკოლო სკირას ცნობით, დე ლაურენტისი „კვარას“ 80 მილიონზე ნაკლებად არ დათმობს, ხოლო პსჟ ქართველს 4+1 სისტემის ხელშეკრულებას გაუფორმებს - წლიური ხელფასი 9+2 მილიონი.

"კვარას" ამჟამინდელი ანაზღაურება 1.6 მილიონია და პარიზულ კლუბში შეეძლება 11 მილიონამდე გამოიმუშავოს.

altკონტე: კვარაცხელიას ვესაუბრე - ჯაჭვებით ვერავის ვერ დავაბამ

altრვაჯერ უფრო მაღალი ხელფასი პსჟ-ში - ფედელემ "ნაპოლის" "კვარასადმი" უსამართლო დამოკიდებულებაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 7 /
შეიძლებოდა სკუდეტოს აღებაც,მაგრამ ლაურენტისის დამოკიდებულება, ყველა ზღვარს სცილდება და ამიტომ თუ ეს მოხდა ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალი იქნება.ხვიჩა დიდი ტალანტია და იმედია მისი ვარსკვლავური საათი ჯერ კიდევ წინაა!
gia jashi
23:49 12-01-2025
0
1.6 ra xelfasia an aqamde rogor tamashobda mag gundshi
Lasha
19:15 12-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული