კონტე: კვარაცხელიას ვესაუბრე - ჯაჭვებით ვერავის ვერ დავაბამ

AutoSharing Option
„ვერონასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს გუნდის დატოვება უნდოდა, მათ შეხვდა და დარჩენაში დაარწმუნა, თუმცა ახლა ქართველმა მაინც წასვლა გადაწყვიტა:

„კვარას“ პირადად ვესაუბრე, მან დამიდასტურა, რომ წასვლა სურს, მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. 6 თვე მასთან ბევრი ვიმუშავე, ვუთხარი, რომ რაღაც კარგის გაკეთება შეგვეძლო. მან კონტრაქტის განახლება არ ისურვა. შესაძლოა, თანამშრომლობის გახანგრძლივების საკითხში მხარეებთან საკმარისად ვერ ვიმუშავე. ახლა იმ მდგომარეობაში ვიმყოფები, როდესაც ნაბიჯი უკან უნდა გადავდგა. არ შემიძლია ჯაჭვით
ის დავაბა, ვისაც აქ ყოფნა არ სურს. 6 თვე ვცდილობდი დამერწმუნებინა დარჩენილიყო. მივხვდი, ეს მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილი იყო. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელს ვკარგავთ“.

altრვაჯერ უფრო მაღალი ხელფასი პსჟ-ში - ფედელემ "ნაპოლის" "კვარასადმი" უსამართლო დამოკიდებულებაზე ისაუბრა

altრა არის ჯუღელისთვის მნიშვნელოვანი? "მანჩესტერისა" და პსჟ-ს უპირატესობები... - ნუკრი რევიშვილი აქტუალურ თემაზე

მკითხველის კომენტარები / 19 /
მართალი კომენტარებია.
ერთი მაგათიც.
და ისე რომ მიეცა სასურველი კონტრაქტი-სასურველი ხელფასით და გამოსასყიდით,მაინც ჟანგიანი გუნდია ნაპოლი.
გაგრძელდებოდა კვარაზე 3 მცველი და წინ რუმბივით გასიებული ლუკაკუ.
1-0 მოგება და კონეტე-გენიოს,პრატმატისტ,სიმეონე2.
ნაპოლი ისეთი გუნდი გახდა კვარას გამოც ვერ ვუყურებ უკვე.
Levani
03:53 12-01-2025
0
6 თვე რომ იმუშავე კვარასთან "უხელფასოდ" თამაშზე დასარწმუნებლად, ერთხელ მაინც კითხე რამდენი ქონდა ანაზღაურება სხვებთან შედარებით? შენც კარგი 11-ზე გადამხტარი ხარ ვინც არ გიცნობს.
დაემშვიდობე 2025წ სკუდეტოს!!!
ნაპოლის ოსიმხენთან და კვარასთან ჩატარებული უჩათლახესი ქცევა წინ დახვდება!!!
ცოტა ხანში დავრწმუნდებით ყველა.
ვაჟა მასწავლებელი
02:12 12-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული