"ასე როგორ შეიძლება?" - ცნობილმა ნეაპოლელმა შეფ-მზარეულმა კვარაცხელია გააკრიტიკა

AutoSharing Option
ცნობილმა ნეაპოლელმა შეფ-მზარეულმა ერიკო პორციომ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. მოგეხსენებათ, "ნაპოლის" გარემარბი დიდი ალბათობით, მალე "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელი გახდება.

პორციოს თქმით, "კვარამ" "პარტენოპეიდან" წასვლა მხოლოდ ფულის გამო მოითხოვა.

"ასე როგორ შეიძლება? ზოგადად მსგავსი რამ პირველად გავიგე, გუნდი ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, სკუდეტოსთვის იბრძვის, ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელი კი იანვარში ტრანსფერს ითხოვს, ამის ნამდვილი მიზეზი ფულია.

რა თქმა უნდა, "კვარა" პატიმარი არ არის და უფლება აქვს სადაც თამაში სურს, იქ წავიდეს. თუმცა ასეთ დროს თანაგუნდელებზე, ქალაქზე და გულშემატკივრებზეც უნდა ვიფიქროთ.

კონტე ქართველის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია? ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვართ", - განაცხადა პორციომ.

შეგახსენებთ, პსჟ "ნაპოლის" ქართველის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ ევროს გადაუხდის, ქართველს კი 4+1 სისტემის ხელშეკრულებას გაუფორმებს.

altკვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

altკვარაცხელიას პსჟ-სთან მომავალი კონტრაქტის დეტალები და ანაზღაურება ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 24 /
ასე რომ არ შეიძლება, იმიტომაც მიდის... კიდევ გაქვთ შეკითხვები?!...
დდდ
14:32 12-01-2025
1
ოჰ!შენ ხომ რას ამბობ იმიტომ აკეთებ კერძებს,რომ მხოლოდ საქმიანობა გიყვარს და შემოსავალი არ გაინტერესებს.
გოჩა
12:05 12-01-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული