პორციოს თქმით, "კვარამ" "პარტენოპეიდან" წასვლა მხოლოდ ფულის გამო მოითხოვა.
"ასე როგორ შეიძლება? ზოგადად მსგავსი რამ პირველად გავიგე, გუნდი ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, სკუდეტოსთვის იბრძვის, ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელი კი იანვარში ტრანსფერს ითხოვს, ამის ნამდვილი მიზეზი ფულია.
რა თქმა უნდა, "კვარა" პატიმარი არ არის და უფლება აქვს სადაც თამაში სურს, იქ წავიდეს. თუმცა ასეთ დროს თანაგუნდელებზე, ქალაქზე და გულშემატკივრებზეც უნდა ვიფიქროთ.
შეგახსენებთ, პსჟ "ნაპოლის" ქართველის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ ევროს გადაუხდის, ქართველს კი 4+1 სისტემის ხელშეკრულებას გაუფორმებს.
კვარაცხელიას პსჟ-სთან მომავალი კონტრაქტის დეტალები და ანაზღაურება ცნობილია