მანა საფრანგეთში ჩავიდა, პროცესში ჟორჟე მენდეში ჩაერთო - რა ხდება ხვიჩას ტრანსფერზე სინამდვილეში

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო გადასვლის შესახებ სხვადასხვა გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციებს, რომლებიც ხშირად ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა კონკრეტიკაც არსებობს.

„რეპუბლიკას“ ცნობით, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა დღეს დილით ჩაფრინდა ნიცაში, სადაც „პარი სენ ჟერმენთან“ გადამწყვეტ მოლაპარაკებებს გამართავს, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი ლოს-ანჯელესში იმყოფება, იტალიაში დაბრუნება გადადო, მაგრამ რა თქმა უნდა, თავად აკონტროლებს სიტუაციას.

Il Mattino იტყობინება, რომ ვითარება ჯერ კიდევ გაურკვეველია და პროცესში რონალდოსა და ჟოზე მოურინიოს ცნობილი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში ჩაერთო, რომელიც დე ლაურენტისის ძველი მეგობარია.

ერთი სიტყვით,
მხარეები შეთანხმებას მალე მიაღწევენ, ოღონდ „ნაპოლის“ პირობების გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბები თანხაზე უნდა მორიგდნენ და მოკლედ რომ ვთქვათ, ვაჭრობენ, ხოლო დანარჩენი ყველაფერი მედიასაშუალებების ვარაუდებია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
კარგი ვარიანტია პსჟ,ასევე ლივერპული, თუნდაც ბარსა, მაგრამ კარგი იქნებოდა ისეთი გუნდი, სადაც ხვიჩას ხელი, უფრო სწორად ფეხი დაეტყობოდა და ამ გუნდის გაჩემპიონებაში ლომის წილს შეიტანდა, ასეთი გუნდებია ლევერკუზენი დორტმუნდი . პსჟ და ლივერპული, რაღაც მზა მზარეული გამოდის. ისინი ისედაც ჩემპიონები გახდებიან, თუმცა წინ ლიგაა და აი მანდ უნდა დაამტკიცოს რომ ის საკვანძო ფეხბურთელია. ერთი რამ მიკვირს გერმანელები რატომ არ აქტიურობენ მისი შეძენით, ისინი ხომ ყველაზე პრაგმატული ხალხია ევროპაში. თანაც დასწრების მხრივ 1და 2 ადგილებზე ეგენი არიან მსოფლიოში. იდუნა პარკი და შემდეგ ალიანს არენა. გამიკვირდა რომ რეალის ბერნაბეუს სტადიონი მე-6-ეა. სტატისტიკა ასე აჩვენებს. წარმატებები ხვიჩას ევროპაში
დავით 67
21:01 13-01-2025
8
ნეტავი გამოვიდოდეს ეგ ტრანსფერი. რას უწუნებთ პსჟ-ს. მითუმეტეს კვარა დღეს თავისი ტავის აჩრდილია და მისი თამაშის მანერა და დრიბლინგები აბსოლიტურად გაშიფრულია? და მაინც 10 ლიმონი ხელფასი ექნება და წავა იასნია, აბა რას იზამს. ვინ მისცემს ეგეთ ხელფასს? არავინ. ბარსელონაში მაგის ადგილი დრეს არ არის. ლივერპული და თუნდაც მანიუ, ბევრად უკეთესია, მარა ისინი, არც მაგხელა ხელფასს მისცემენ და არც მაგდენს არ გადაიხდიან, 80 ლიმონზეა საუბარი, არ ღირს და მიტომ, შესაბამისად კალთებსაც არ ახევენ ხომ ხედავთ. ასე რომ მას იდეალური ვარიანტი გაეჩითა და არ უნდა დაკარგოს, თუ რათქმა უნდა მფლობელებმა არ იღორეს. ტორე ნაპოლიში, მან ამოწურა თავისი თავი., ისედაც, როგორც ინდიელს, ისე ექცევიან, სამარცხვინო ხელფასს აძლევენ და აბუჩად იგდებენ. ახალ გუნდში კი ხვიჩა თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის და ყველას დაუმტკიცებს, რომ ტოპია, წარმატებები მას.
ლევან მაღლაკელიძე.
02:02 14-01-2025
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული