მანა საფრანგეთში ჩავიდა, პროცესში ჟორჟე მენდეში ჩაერთო - რა ხდება ხვიჩას ტრანსფერზე სინამდვილეში

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო გადასვლის შესახებ სხვადასხვა გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციებს, რომლებიც ხშირად ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა კონკრეტიკაც არსებობს.

„რეპუბლიკას“ ცნობით, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა დღეს დილით ჩაფრინდა ნიცაში, სადაც „პარი სენ ჟერმენთან“ გადამწყვეტ მოლაპარაკებებს გამართავს, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი ლოს-ანჯელესში იმყოფება, იტალიაში დაბრუნება გადადო, მაგრამ რა თქმა უნდა, თავად აკონტროლებს სიტუაციას.

Il Mattino იტყობინება, რომ ვითარება ჯერ კიდევ გაურკვეველია და პროცესში რონალდოსა და ჟოზე მოურინიოს ცნობილი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში ჩაერთო, რომელიც დე ლაურენტისის ძველი მეგობარია.

ერთი სიტყვით,
მხარეები შეთანხმებას მალე მიაღწევენ, ოღონდ „ნაპოლის“ პირობების გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბები თანხაზე უნდა მორიგდნენ და მოკლედ რომ ვთქვათ, ვაჭრობენ, ხოლო დანარჩენი ყველაფერი მედიასაშუალებების ვარაუდებია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ამ ეტაპზე ვფიქრობ კარგი ვარიანტია პსჟ, ასე თუ ისე ნეაპოლში თამაშს ნამდვილად ჯობია, მით უმეტეს ანაზღაურებაც კარგი, დარწმუნებული ვარ უფრო დაიხვეწება და თამაშსაც გაცილებით მოუმატებს, მჯერა რომ ხვიჩას, საუკეთესო ტოპ გუნდი, ორი სამი წლის შემდეგ ელოდება, პრემიერ ლიგაში ან ლა ლიგაში. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხვიჩა.
ბეგი
04:29 15-01-2025
0
ნეტავი გამოვიდოდეს ეგ ტრანსფერი. რას უწუნებთ პსჟ-ს. მითუმეტეს კვარა დღეს თავისი ტავის აჩრდილია და მისი თამაშის მანერა და დრიბლინგები აბსოლიტურად გაშიფრულია? და მაინც 10 ლიმონი ხელფასი ექნება და წავა იასნია, აბა რას იზამს. ვინ მისცემს ეგეთ ხელფასს? არავინ. ბარსელონაში მაგის ადგილი დრეს არ არის. ლივერპული და თუნდაც მანიუ, ბევრად უკეთესია, მარა ისინი, არც მაგხელა ხელფასს მისცემენ და არც მაგდენს არ გადაიხდიან, 80 ლიმონზეა საუბარი, არ ღირს და მიტომ, შესაბამისად კალთებსაც არ ახევენ ხომ ხედავთ. ასე რომ მას იდეალური ვარიანტი გაეჩითა და არ უნდა დაკარგოს, თუ რათქმა უნდა მფლობელებმა არ იღორეს. ტორე ნაპოლიში, მან ამოწურა თავისი თავი., ისედაც, როგორც ინდიელს, ისე ექცევიან, სამარცხვინო ხელფასს აძლევენ და აბუჩად იგდებენ. ახალ გუნდში კი ხვიჩა თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის და ყველას დაუმტკიცებს, რომ ტოპია, წარმატებები მას.
ლევან მაღლაკელიძე.
02:02 14-01-2025
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული