"სინამდვილეში კონტე ამ პროცესებით მოხარულია" - იტალიელი ჟურნალისტის მოულოდნელი ინფორმაცია

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია მალე "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელი გახდება. ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კლუბები თითქმის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ქართველი გარემარბი პარიზელებთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

Calciomercato-ს ჟურნალისტის, მიშელ კრიშიტელოს ცნობით, "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ამ პროცესებით მოხარულია, რადგან მას საკუთარ რიგებში ალეხანდრო გარნაჩოს ხილვა სურდა, ქართველის წასვლა კი არგენტინელის შეძენას კიდევ უფრო დააჩქარებს.

"ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას წასვლით თითქოს სასოწარკვეთილი ჩანდა, თუმცა იტალიელი სპეციალისტი "ვერონასთან" მატჩისწინა პრესკონფერენციამდე ერთი საათით ადრე, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევს, ალეხანდრო გარნაჩოს ესაუბრა და
ფეხბურთელის ტრანსფერზე დათანხმება მოახერხა. კონტე ამ პროცესებით ძალიან ბედნიერია, ანტონიომ მოთამაშეს განუცხადა, რომ გარემარბის პოზიციაზე მხოლოდ მისი შეძენა სურს

"ნაპოლისა" და ჯოვანი მანასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ნეაპოლურ კლუბში განსხვავებას ანტონიო კონტე ქმნის. მისი წყალობით, მალე "პარტენოპეის" ფენომენალური ფეხბურთელი შეუერთდება", - განაცხადა კრიშიტელომ

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიხურება.

altFoot Mercato: სიგიჟეა - "კვარა" გაამრავალფეროვნებს და შეცვლის პსჟ-ს

altL’Équipe: მთელი დღე ვაჭრობდნენ და შეთანხმდნენ - კვარაცხელია პრაქტიკულად პსჟ-ის ფეხბურთელია!

altLe Parisien: ლუის ენრიკეს უნდა კვარაცხელია 25 იანვარს ათამაშოს - "ნაპოლი" ქართველის შემცვლელის შეძენას ცდილობს

მკითხველის კომენტარები / 20 /
ცუდი ფეხბურთელი არაა გარნაჩო მაგრამ კვარაზე მაგარი ვერაა დღევანდელ წყალწაღებულ მანჩესტერში ძირითადში ვერ ხვდება და თავად განსაჯეთ კონტე კი ნაძირალაა არც მწვრთნელია მაინდამაინც ძლიერი
გიორგი
10:55 14-01-2025
3
ეხლა ნერესიც გაექცევა, როგორც თავის დროზე ელმასი დაიღალა სკამზე ჯდომით და გარნაჩო-ლუკაკუ კი ნამდვილად ააშენებს და ააყვავებს ნაპოლის. რა ტანდემი დაშალეს ბიჭო ამ ფულის ღორებმა, მსოფლიოში ლამის საუკეთესოები იყვნენ ხვიჩა და ოსი. ხელის გულზე უნდა ეტარებინათ, ცივი ნიავი არ უნდა მიეკარებინათ, ამათ კიდევ ისე ჩამოწერეს, როგორც რიგითი ფეხბურთელები....რომ გეკითხათ კონტესთვის, ხვიჩაზე უნდა აეწყო ნაპოლის თამაში. სინამდვილეში ავტობუსა აფერისტია, რომელსაც თავისი ლუბიმჩიკები ყავს. აბა ლუკაკუს ნორმალური მწვრთნელი გუნდში მოიყვანდა და თანაც მაგხელა ფასად?
ერთი კონტეა მწვრთნელი და მეოერე მე ბალერონი))
12:05 14-01-2025
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული