ხვიჩას ღირსეული ჟესტი - დე ლაურენტისს ბოლო თვის გასამრჯელო არ გამოართვა

AutoSharing Option
Il Mattino-მ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლის ფინანსური დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ნეაპოლური კლუბი 70+10 მილიონ ევროს ხუთი გადარიცხვით მიიღებს, ბონუსები და შემდგომი ტრანსფერიდან პროცენტი კი არ ეკუთვნის. დაახლოებით 10 მილიონს გაიყოფენ აგენტები მამუკა ჯუღელი, შკუმბინ კორკემეტი, კრისტიან ძაკარდო, სრჯან ჯერემიჩი, მიჩ ბაკსი და იურისტი სალვატორე ჩივალე.

კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი 18 იანვარს გახდა და ბოლო თვის ხელფასის აღებაზე უარი განაცხადა, რაც ყოფილი კლუბისადმი პატივისცემის ერთგვარი ჟესტი გახლდათ. რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს
ამის გამო პროტესტი არ გამოუთქვამს, რომელმაც ფეხბურთელს პსჟ-ში გადასვლაში დიდი დაბრკოლება არ შეუქმნა.

ხვიჩას წლიური ანაზღაურება „ნაპოლიში“ 1.3 მილიონი იყო, ხოლო პსჟ-ში 9+2 მილიონია.

altკვარაცხელია დუეტს კოლუმბიელ ამომავალ ვარსკვლავთან შექმნის? - პსჟ-ის მორიგი მთავარი სამიზნე ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 39 /
თანამედროვე სამყაროში და დასავლურ ცივილიზაციაში ეს უცნაური ქცევაა.იმ დასავლურ ცივილიზაციაში,რომლის გამოც ანგრევენ რუსთაველს და ათას სიგიჟეს კადრულობენ.როგორც დაიწერა,კვარამაც თქვა "საქართველოს ადგილი ევროპაშია" და ამიტომაც გაუგებარია ეს საქციელი.საქართველო ევროპამდე ევროპა იყო და იმ ძირგამძვრალ ორგანიზაციაში ჩვენს შეთრევაზე ქონდა აქცენტი. ანუ ეს ორგანიაზცია ცდილობს სსრკ მსგავსად ადამიანის ახალი ტიპი გამოიყვანოს და ახალ ტიპს არ უნდა ახასიათებდეს მსგავსი ქმედებები,ამიტომაც უფრო გაუგებარია ეს ამბავი. ხვიჩა თავს თვლის ამ ახალი ტიპის ადამიანად და ამიტომაც დაწერა საქართველო ევროპააო,ხოდა გაურკვევლობაში არის ეს ბიჭი. როცა კონტრაქტი გაქვს და იქ შრომის ანაზღაურების პირობებია,შესრულებულ საქმისთვის ანაზღაურება გეკუთვნის. ეს ვიღაცის ნაჩუქარი ფული კი არ არის,შენი შრომით გამომუშავებულია. ამას თუ არ იღებ და პატიოსანი ლიბერალი ხარ(მათი იდეების გამზიარებელი),მაშინ ფიქრობ რო საქმე არ შეგისრულებია ნაპოლისთვის ბოლო თვეში. თუ საქმე გააკეთე და ფულს არ იღებ,მაშინ კომუნისტი ყოფილხარ და რას ლიბერალობ? რატომ ცდილობ შეეტენო იქ სადაც შენი ადგილი არ არის? დარჩი შენ ხალხთან და არ დაუჭირო მხარი ქვეყნის გამყიდველებს,ხომ არის შესაძლებელი ეს ამბავი? ამ ქმედებას მხოლოდ საქართველოში გაიგებენ,სხვაგან ვერა და ზემოთ რაც დავწერე იმას იტყვიან,ასეა ევროპა მოწყობილი, უფრო კაპიტალისტური სამყარო. ჩემთვის პირადად,დასაფასებელი საქციელია და მივესალმები მსგავს მიდგომას.ისიც სათქმელია,რა დააკლდებოდა იმ გაღორებულ ლაურენტისს,არც არაფერი.
იასონას უდარი
08:00 21-01-2025
6
პატივისცემის ჟესტი არ იყო ეგ, პირიქით, ძალიან ლამაზად აჩვენა ლავრენტის, რომ თავისი გროშები თავისთვის დაიტოვოს.
"ხურდა არ მინდაო" უთხრა პრაქტიკულად.
იხვი
03:12 21-01-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული