ხვიჩას ღირსეული ჟესტი - დე ლაურენტისს ბოლო თვის გასამრჯელო არ გამოართვა

AutoSharing Option
Il Mattino-მ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლის ფინანსური დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ნეაპოლური კლუბი 70+10 მილიონ ევროს ხუთი გადარიცხვით მიიღებს, ბონუსები და შემდგომი ტრანსფერიდან პროცენტი კი არ ეკუთვნის. დაახლოებით 10 მილიონს გაიყოფენ აგენტები მამუკა ჯუღელი, შკუმბინ კორკემეტი, კრისტიან ძაკარდო, სრჯან ჯერემიჩი, მიჩ ბაკსი და იურისტი სალვატორე ჩივალე.

კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი 18 იანვარს გახდა და ბოლო თვის ხელფასის აღებაზე უარი განაცხადა, რაც ყოფილი კლუბისადმი პატივისცემის ერთგვარი ჟესტი გახლდათ. რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს
ამის გამო პროტესტი არ გამოუთქვამს, რომელმაც ფეხბურთელს პსჟ-ში გადასვლაში დიდი დაბრკოლება არ შეუქმნა.

ხვიჩას წლიური ანაზღაურება „ნაპოლიში“ 1.3 მილიონი იყო, ხოლო პსჟ-ში 9+2 მილიონია.

altკვარაცხელია დუეტს კოლუმბიელ ამომავალ ვარსკვლავთან შექმნის? - პსჟ-ის მორიგი მთავარი სამიზნე ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 46 /
მსოფლიო პიარისთვის კარგი სტატიაა. ღირსეული ნაბიჯი იქნება მაშინ, საქველმოქმედო ფონდს რომ გააკეთებს, წელიწადში ორჯერ მაინც... ბევრ გაჭირვებულს რომ შეუწყობს ხელს. ბევრ ავადმყოფს რომ დაეხმარება. მერე ვისაუბროთ ღირსეულ საქციელებზე.
წარმატება ხვიჩას ყველგან. მუდამ გამარჯვებულს ევლოს!
დავით
12:01 21-01-2025
0
ის გამახსენდა 2012-ში მილიარდელს რომ დაუყადაღეს ქონება და მაღრაძემ ვიღაცის დავალებით რომ შეიტანა ფული მილიარდელის დასახმარებლათ,რას შვრება პიარი ბრბოსათვის,აქ ვიღაცამ დაწერა დახმარების ფონდში გადაერიცხა ფულიო უფრო მადლი არ იყო?უფრო არ დაფასდებოდა ეს ქმედება?
რუბენა
11:41 21-01-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული