ხვიჩას ღირსეული ჟესტი - დე ლაურენტისს ბოლო თვის გასამრჯელო არ გამოართვა

AutoSharing Option
Il Mattino-მ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლის ფინანსური დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ნეაპოლური კლუბი 70+10 მილიონ ევროს ხუთი გადარიცხვით მიიღებს, ბონუსები და შემდგომი ტრანსფერიდან პროცენტი კი არ ეკუთვნის. დაახლოებით 10 მილიონს გაიყოფენ აგენტები მამუკა ჯუღელი, შკუმბინ კორკემეტი, კრისტიან ძაკარდო, სრჯან ჯერემიჩი, მიჩ ბაკსი და იურისტი სალვატორე ჩივალე.

კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი 18 იანვარს გახდა და ბოლო თვის ხელფასის აღებაზე უარი განაცხადა, რაც ყოფილი კლუბისადმი პატივისცემის ერთგვარი ჟესტი გახლდათ. რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს
ამის გამო პროტესტი არ გამოუთქვამს, რომელმაც ფეხბურთელს პსჟ-ში გადასვლაში დიდი დაბრკოლება არ შეუქმნა.

ხვიჩას წლიური ანაზღაურება „ნაპოლიში“ 1.3 მილიონი იყო, ხოლო პსჟ-ში 9+2 მილიონია.

altკვარაცხელია დუეტს კოლუმბიელ ამომავალ ვარსკვლავთან შექმნის? - პსჟ-ის მორიგი მთავარი სამიზნე ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 35 /
მეგობარო ხვიჩა როგორც მოიიქცა მაგას ევროპაში ვერ იგებენ….. არც ოსი არც ზელინსკი , სიმიონე,ანგისა პოლიტანო რომელი ერთი ჩამოგითვალო ეგრე არ მოიქცეოდნენ, მსუბუქად ვიტყვი ეგეთ საქციელს უცნაურს და სულელურს უწოდებენ. მეც ძველი გულშემატკივარი ვარ მახსოვს კეემპესი პაოლო როსი, ბეტეგა,კიგანის და კალცის თამაშს დინამოზე ვესწრებოდი ეს ისე ცნობისთვის.პ.ს. ისე ჯელტმენური საქციელია…..ბოლო ათწლეუებია დასავლეთ ევროპაში ვცხოვრობ და კარგად ვიცი ამათი მენტალიტეტი…..
ძველ გულშემატკივარს
00:37 21-01-2025
1
გენის ....აღარ უნდა გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან რასაც 25 და 40 წლის ბავშვები ქვი? მაინცდამაინც ვინმეს უნდა ერჩია არა ?. ხვიჩა არი დამოუკიდებელი პიროვნება და გადაწყვეტილება იქნებ თვითონ მიიღო ?. საქართველოში ეს უკვირთ
50 წლის სტაჟიანი ფანი
00:22 21-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული