ფაბიან რუისი: მე გელოდი შენ, ძმაო ხვიჩა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. ქართველთან გადაღებული სურათი ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა თავის "ინსტაგრამის" გვერდზე გამოაქვეყნა და წარწერა დაურთო:

"მე გელოდი შენ, ძმაო ხვიჩა. "ნაპოლი" მუდამ გულშია".

ფაბიან რუისმა "ნაპოლიში" 4 სეზონი ითამაშა. ის 2020 წლის ზაფხულში კვარაცხელიასთან ერთად დიმაროში იყო შეკრებაზე, მაგრამ მალევე გადავიდა პსჟ-ში.

კვარაცხელია 23 იანვარს "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს და მისი დებიუტი "პარი სენ ჟერმენში", სავარაუდოდ, 26 იანვარს "რეიმსთან" შედგება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კვარას რუი-ს გვარის ხალხი კარგად აქვს დაცდილი--ნაპოლის ბაზაე რომ მივიდა პირველად ბეიჯი თუ საშვი მიუგდეს არც თავის ოთახამდე მიაცილეს და დაემშვიდობნენ(უკვე მაშინ გამოჩდა იმათი არაკაცობა) და მარტო დარჩენილ კვარას გიდად მოევლინა მარიო რუი ! შეიყვანა ბაზაზე დაათვალიერებინა მოკლედ სტუმარ-მასპონძლობა გაუწია და ეხლა რუისი დახვდა და ალბათ ამასაც კაი ფეხი ექნება
zura222
01:20 21-01-2025
2
ფაბიან რუის მაგარი ფეხბურთელია,როგოც მახსოვს პირველი გოლი ნაპოლიში ხვიჩამ რუისის პასით გაიტანა ამხანაგურ თამაშში
რობი
00:48 21-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული