აზაროვმა შეიძლება კარიერა თურქულ გუნდში გააგრძელოს

AutoSharing Option
"შახტარის" თავდამსხმელი დანილ სიკანი დღეს დილით "ტრაპზონსპორთან" კონტრაქტის გასაფორმებლად თურქეთში ჩავიდა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ნაკრების ფორვარდს ტრაპიზონული კლუბი 6 მილიონ ევროდ შეიძენს. "შახტარი აგრეთვე ბონუსებს და შემდგომი გაყიდვიდან პროცენტებს მიიღებს.

"ტრაპზონსპორი" "მეშახტეთა" კიდევ სამი ფეხბურთელის - ირაკლი აზაროვის, დენის პოპოვის და ალეკსანდრ ზუბკოვის შეძენას აპირებს. თურქული გუნდის მწვრთნელი შენოლ გიუნეში დარწმუნებულია, რომ მათი ტრანსფერების განსახორციელებლად არავითარი პრობლემა არ ექნებათ.

აზაროვის 2022 წელს "ტრაპზონსპორში" ბათუმის "დინამოდან" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში კლუბები ხელშეკრულების დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დღეს ძალიან მაგარი მატჩი ქონდა პენალტი მოიპოვა მანამდის 70 მეტრიანი დისტანციიდან ერთიერთზე დატოვა თანაგუნდელი რომელმაც ასპროცენტიანი მომენტი გაანიავა
გიორგი
01:53 23-01-2025
0
ზოფიას
იასნია,იაროსლავის შინნიკში სჯობდა რომ ეთამაშება, მაგრამ რას იზამ,შახტარი ( უკრაინის ნებისმიერი კლუბი) ამჯობინა რადგან ცოტა შენზე მეტი ესმის ფეხბურთის
თბილისელი
21:48 22-01-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული