ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" "აუგსბურგთან" დასანანი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მეცხრამეტე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ გასვლაზე „აუგსბურგთან“ კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდში მეოთხე შეხვედრა ჩაატარა ბუდუ ზივზივაძემ, თუმცა ჯერ გოლი ვერ გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 6.8, whoscored 6.5, flashscore 6.4.

„ჰაიდენჰაიმმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 14 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 1-ელ თებერვალს „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.

აუგსბურგი. „WWK არენა“
აუგსბურგი - ჰაიდენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 მატსიმა (45+1), 1:1 მაინკა (76), 2:1 შლოტერბეკი (90+2)

altზივზივაძე შეცვალეს - "ჰაიდენჰაიმი" "სანკტ-პაულისთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა გინდოდა ბუდუ მაგ ფარჩაკ გუნდში? კარლსრუეს უფრო აქვს შანსი ბუნდესლიგაში აღზევების ვიდრე ჰაიდენჰაიმს დარჩენის. ან ლიმონი რა ფულია ტრანსფერისთვის. კარლსრუესაც აშკარად დააკლდი და მაგარი გაუგებრობაში მოხვდი. თუ აღარ უნდოდით და გამოგიშვეს , ეგ არ ვიცი. ისე ბედი უნდა ყველაფერს, ტვინიც
ლევან მაღლაკელიძე.
22:24 25-01-2025
4
თავიდანვე ჩანდა რო გასავარდნი გუნდი იყო, უბრალოდ ბუნდესლიგაში თამაშობს, კარსლრუე ჯობდა, იქ მეტი შანსი იყო გადმოსვლის,უოტფორდიც ეგრეა, წელს გადარჩება მაგრამ გაისად გავარდება ამ შემადგენლობით
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული