ლუის ენრიკე: კვარაცხელიათი კმაყოფილი ვარ - კრეატიული იყო

AutoSharing Option
"რეიმსთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1) ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეაფასა:

"ეს დებიუტისთვის რთული დაპირისპირება იყო. კვარაცხელიამ კარგად ითამაშა, ფლანგზე დიდი კრეატივი შეგვძინა. თუმცა, ჩვენს ყველა შემტევს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია მოქმედება.

ხვიჩამ თანაგუნდელებთან მოედანზე ურთიერთომქმედება დაიწყო, სტადიონი გაიცნო. ეს ურთიერთობების დასაწყისია, რომელიც იმედია, ძალიან კარგი იქნება. მე კმაყოფილი ვარ", - განუცხადა ლუის ენრიკემ "ფიგაროს".

ფრანგული მედია აღფრთოვანებულია "პარი სენ ჟერმენის" ახალწვეულით და აღნიშნავენ, რომ პრემიერა ძალიან დამაიმედებელი იყო. ერთი სიტყვით, დასაწყისი კარგია და უკეთეს გაგრძელებას ელოდებიან.

altროგორი შეფასებები

მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "რეიმსთან" მატჩში?

alt"კვარას" შედეგიანი დებიუტი - პსჟ-მა "რეიმსი" ვერ დაამარცხა [VIDEO]

altპირველი საგოლე მოქმედება სადებიუტო მატჩში - "კვარამ" დემბელეს გაატანინა [VIDEO]

alt"პარი სენ ჟერმენმა" "პარკ დე პრენსზე" ხვიჩა კვარაცხელია წარადგინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
რატომ არ უნდა იყოს კმაყოფილი, ხვიჩა რომ არა მაგ ერთ ბურთსაც ვერ გაიტანდენ. ამინდმაც შეუშალა ხელი, თორემ უკეთესად წარმოაჩენდა ხვიჩა თავს. თანაც მომზადებულები დახვდნენ რეიმსის მცველები, ორი კაცი, სამი თუ არა, ყოველთვის ეთამაშებოდა. შეეჩვევა ბიჭებს და უფრო გაილაღებს ჩვენი ლომი. მთავარია, რომ მეტი პასი მისდის, ნაპოლიში გუნდი თითქმის დი ლორენცო-პოლიტანოს მხარეზე თამაშობდა.
გიგო პაპა
09:34 26-01-2025
2
გუშინ სამ შეტევით პოზიციაზე გატესტა ენრიკემ კვარა თავიდან მარცხენა ვინგერად, შემდეგ ათიანზე და ბოლოს ცრუ ცხრიანად , ყველაზე კარგი კი ათიანზე იყო ცრუ ცხრიანზე ჩაიკარგა ამიტომ ვფიქრობ მას სწორედ გამთამაშებლად დააყენებს სამომავლოდ ესპანელი, მით უმეტეს ვაღიაროთ ხვიჩას არააქ ტიპიური ვინგერისთვის საჭირო სასტარტო სისწრაფე როგორც მაგალითად მის გუნდში აქვთ ბარკოლა დემბელეს მარა მას აქ გაცილებით მაღალი საფეხბურთო კრეატივი IQ-უ ამ ორზე და ეს იქნება სწორედ პსჟს-თვის ის მთავარი ჯოკერი რაც ჩემპიონთა ლიგის ასაღებადაა საჭირო. კვარა ფლანგზე რას მაგონებს იცით? - აი ნაგაზს რომ გამოაბამენ ჯაჭვით ეზოში გავლებულ მავთულს. დარბის ძაღლი წინ და უკან, იწევს ეზოში შემოსულ ხალხზე, მაგრამ დისტანციას თუ დაიცავ და სახიფათო მანძილზე თუ არ მიუახლოვდები, უვნებელია.
ცენტრში შეწეული კვარაცხელია კი აწყვეტილი ნაგაზია - რამდენიც არ უნდა ირბინო, სადღაც ჩაგავლებს კბილს და აგახევს.
M-33
10:46 26-01-2025
5

სიახლეები პოპულარული