კოშმარი - მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის ოცდამეერთე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:7 დამარცხდა.

ამ მატჩზე სასაუბრო ბევრი არაფერია, რამეთუ ყველაფერზე ანგარიში მეტყველებს. მასპინძლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს. „ღამურების“ დაცვის თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კი მესამე გოლისას გამოსვლაზე დაუშვა შეცდომა.

შესვენების შემდეგ უგო დურომ სხვაობა შეამცირა, თუმცა ცოტა ხანში შეცვლაზე შესულმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, მერე ტარეგამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

„ვალენსია“ 16 ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა და 2 თებერვალს „სელტას“ უმასპინძლებს.

სხვათა შორის,
"ვალენსია" "ბარსას" 7 თებერვალს, თასის მეოთხედფინალში "მესტალიაზე" ეთამაშება და იქნებ ერთგვარი რევანში ვიხილოთ...

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“. 45 312 მაყურებელი
ბარსელონა - ვალენსია 7:1
გოლები: 1:0 დე იონგი (3), 2:0 ფერან ტორესი (8), 3:0 რაფინია (14), 4:0 ფერან ტორესი (24), 5:0 ლოპესი (45+4), 5:1 დურო (59), 6:1 ლევანდოვსკი (66), 7:1 ტარეგა (75, საკ. კარში)

altმამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ვალენსიამ" როგორც იქნა გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 34 /
ქართველებს რაც შემოსავალი ემატებათ, თამაშის ხარისხი უსწრაფესად აკლდებათ. ბეემვეს სინდრომი სჭირთ, არ უნდა გაძღნენ, მშიერები უკეთ ცდილობენ და თამაშობენ , ყველას ეხება
გიგი
04:43 27-01-2025
41
ლივერპულის ძირითადი შორს მოჩანს მგონი, არა მარტო ამ თამაშით, მაგარი მოკლებული აქვს, საგოლე შეცდომა ყველა მატჩში აქვს უკვე
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული