ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" მორიგი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის ოცდამეათე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „ნორვიჩთან“ 0:1 დამარცხდა.

„უოტფორდი“ ვაკუნ ბაიოს გაძევების გამო 35-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რის შემდეგაც სტუმრები დაწინაურდნენ და გამარჯვება მოიპოვეს.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა.

„უოტფორდმა“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, 41 ქულით მეათე ადგილზეა და 8 თებერვალს გასვლაზე „სანდერლენდს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ნორვიჩი 0:1
გოლი: სარჯენტი (41)
გაძევება: ბაიო (35, უოტფორდი)

altჩაკვეტაძე "უოტფორდში" საუკეთესო იყო - მისმა გუნდმა ისევ წააგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
Damagvirgvinebel pazashi ashkarad mosamatebeli aqvs Chakves,ori sami kargi momenti hqonda,magram araushavs mtavaria tavs ar zogavs 90 wuti modzraobs,amwvavebs da dzalian lamaz pegburts tamashobs!!!!
L.J .
19:21 01-02-2025
1

სიახლეები პოპულარული