"გუნდიდან ყველაზე ძლიერი მოთამაშე წავიდა, მის შეცვლას კი ვერავინ ახერხებს" - ადანიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ Rai studios-თან ინტერვიუში "ნაპოლისა" და "რომას" (1:1) მატჩი შეაჯამა, "ინტერის" ყოფილმა მცველმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

"ლუკაკუმ ისე ითამაშა, როგორც ამას წინა შეხვედრებში აკეთებდა, თუმცა მას მოედანზე განსხვავების შექმნა ბურთთან ერთი შეხებითაც კი შეუძლია. ის ვეღარ თამაშობს ისეთ დონეზე როგორც წარსულში, მაგრამ ვიცი, რომ წონის დაკლებას ცდილობს და მჯერა, რომ სერია A-ში ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთამაშეა.

ახლა კი მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, "ნაპოლი" კვარაცხელიას შემცვლელის გარეშე თამაშობს, კონტე ქართველის ნაცვლად მოედანზე ზოგჯერ პოლიტანოს, ზოგჯერ კი
ნერეშს ათამაშებდა, თუმცა "პარტენოპეის" არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც "კვარაა". გუნდიდან ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი წავიდა და როცა მისი შეცვლა ვერ ხდება, პრობლემები უფრო და უფრო იმატებს", - განაცხადა ადანიმ.

„ნაპოლი“ 54 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს (ნერაძურის 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 9 თებერვალს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

altროგორ ითამაშა კვარაცხელიამ - სირთულეები, სიახლეები, პერსპექტივები...

alt"უარყოფას არ ვაპირებ, ჩემპიონი ვერ შევცვალეთ" - ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

altმოულოდნელი ამბავი - "ნაპოლიმ" შეთანხმებას მიაღწია და კვარაცხელიას შემცვლელს საუდის არაბეთის კლუბიდან იჯარით იმატებს

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნაპოლის ჩემპიონობის შანსი ჩემი აზრით 55-45 ინტერთან შედარებით (ინტერს მეტად გადატვირთული გრაფიკი აქ ორივე ფრონტზე ნაპოლის მხოლოდ სერია ა) კვარა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ნაპოლისთვის.
+ მის ყოფნას ნაპოლიში ახლდა მარადონას აჩრდილი და მაგია. და 3 სეზონში 2 სკუდეტო ძალიან მაგარი იქნებოდა, მარადონას საზომებითაც.
მერე რა, პარიზში მესის უთამაშიაო, ეგ ზღაპრებია. პარიზში თამაშობდა წინასაპენსიო ასაკის მესი.
კვარა სადაც არ უნდა წავიდეს, კარიერის ბოლომდე ვარსკვლავი იქნება, და სენჟერმენშიც გახდება მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ოღონდ დემბელეს და ბარკოლას რანგის. და არა მბაპეს. ჯერჯერობით მაგათ ჩრდილშია
ამ 5 სეზონში მოიპოვებს მინიმუმ 4 საფრანგეთის ჩემპიონობას და თასს.
აქედან სამ სეზონში - ყოველგვარი კონკურენციის გარეშე.
და პსჟ რომ ლიგას მოიგებს, მაგისი შანსი მცირეა.
2
რა იოლად საუბრობენ ხვიჩას შემცვლელის ნახვაზე. ბედოვლათებო გყავდათ და გააქციეთ, ახლა კი შემცვლელს ეძებთ, ვერ ნახავთ, რადგან ხვიჩასნაირები იშვიათად იზრდებიან, ამიტომ გაზრდილი რომ ჩაგივარდებათ ხელში, უნდა მოეფეროთ. კონტემ შეუცვლელი არავინააო. ხედავთ? ყოფილა.
ჟორა გაბრიჭიძე
22:57 03-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული