"გუნდიდან ყველაზე ძლიერი მოთამაშე წავიდა, მის შეცვლას კი ვერავინ ახერხებს" - ადანიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ Rai studios-თან ინტერვიუში "ნაპოლისა" და "რომას" (1:1) მატჩი შეაჯამა, "ინტერის" ყოფილმა მცველმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

"ლუკაკუმ ისე ითამაშა, როგორც ამას წინა შეხვედრებში აკეთებდა, თუმცა მას მოედანზე განსხვავების შექმნა ბურთთან ერთი შეხებითაც კი შეუძლია. ის ვეღარ თამაშობს ისეთ დონეზე როგორც წარსულში, მაგრამ ვიცი, რომ წონის დაკლებას ცდილობს და მჯერა, რომ სერია A-ში ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთამაშეა.

ახლა კი მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, "ნაპოლი" კვარაცხელიას შემცვლელის გარეშე თამაშობს, კონტე ქართველის ნაცვლად მოედანზე ზოგჯერ პოლიტანოს, ზოგჯერ კი
ნერეშს ათამაშებდა, თუმცა "პარტენოპეის" არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც "კვარაა". გუნდიდან ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი წავიდა და როცა მისი შეცვლა ვერ ხდება, პრობლემები უფრო და უფრო იმატებს", - განაცხადა ადანიმ.

„ნაპოლი“ 54 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს (ნერაძურის 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 9 თებერვალს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

altროგორ ითამაშა კვარაცხელიამ - სირთულეები, სიახლეები, პერსპექტივები...

alt"უარყოფას არ ვაპირებ, ჩემპიონი ვერ შევცვალეთ" - ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

altმოულოდნელი ამბავი - "ნაპოლიმ" შეთანხმებას მიაღწია და კვარაცხელიას შემცვლელს საუდის არაბეთის კლუბიდან იჯარით იმატებს

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩვენო ძმა, როცა იტალიურად ამბობ, რომ "გუნდიდან ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი წავიდა" არაა სრული შეფასება. უნდა გაითვალისწინო ქართული შეფასება და თქვა: "გუნდიდან ყველაზე ძლიერი და ნაკლებად დაფასებული და ანაზღაურებადი ფეხბურთელი წავიდა"-ო! გაიგე (თ)???
ვაჟა მასწავლებელი
14:28 03-02-2025
3
და თავს რომ იკიტრებდით ნერეში უფრო მაგარიაო?? სად არის ნერეში, რაც კვარა წავიდა არც გოლი და არც პასი გაუკეთებია... დაღლილ კალიარის და ლეჩეს დაცვას რომ ჩაუქროლებდა მე-80 წუთზე გამოსული, მაშინ სუპერი იყო... ახლა იუვესთან, ატალანტასთან გუშინ რომასთან არაფერი გაუკეთებია ფაქტიურად ბრიგადირივით დადიოდა...
Givi
14:52 03-02-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული