გოგლიჩიძე შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

AutoSharing Option
თურქული t24-ის ცნობით, "ემპოლის" მცველი საბა გოგლიჩიძე შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს.

გოგლიჩიძის "რომაში" ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა, მის ნაცვლად "გალათასარაიდან" ვიქტორ ნელსონი იჯარით აიყვანეს და ახლა სტამბოლური კლუბი დანიელის შემცვლელად ქართველის დამატებას ცდილობს.

footitalia იტყობინება, რომ "ემპოლიმ" პირველ შეთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და არაა გამორიცხული წარმატებით დასრულდეს.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა და "გალათასარაი" საბას გადაბირებას ბოლომდე შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რომა,იუვე,მილანი ყიდულობენო და რა უნდა გალათასარაიში?თურქეთში კარიერეის ბოლოს მიდიან და არა დასაწყისში.
მირო
18:13 05-02-2025
0
გალათასარაიც ზღაპარია. ისეთივე ზღაპარიამ როგორც იუვე და რომა.

გოგლიჩიძე არაა მასეთი მაღალი დონის.
უამრავი შეცდომა აქვს. სადაცაა იქაც ვერ ქაჩავს.
გენა
15:19 05-02-2025
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული