კლუბები თითქმის შეთანხმდნენ - პორტუგალიური გრანდი ქოჩორაშვილის ტრანსფერის დახურვას ცდილობს

AutoSharing Option
"ლევანტეს' ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, "სპორტინგს" შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას Record Portugal-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები მზად არიან ქართველის სანაცვლოდ "ლევანტეს" 4 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაც ესპანური კლუბისთვისაც მისაღები ვარიანტია. გამოცემის ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ გარიგება მალე ოფიციალურად გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში "ლევანტეს" მაისურით ლა ლიგა 2-ში 20 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

"სპორტინგი" პორტუგალიის ჩემპიონატში 50 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან "ბენფიკას" 6
ქულით უსწრებს.

altქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "ლევანტე" სახლში "რასინგ ფეროლთან" დამარცხდა

altქოჩორაშვილი დაბრუნდა - "ლევანტემ" "ტენერიფეს" სძლია

alt"ტოლისო ან ქოჩორაშვილი" - ვისზე შეაჩერებს არჩევანს თურქული კლუბი?

მკითხველის კომენტარები / 16 /
სპორტინგი რომ წინგადადგმული ნაბიჯია, საუბარიც ზედმეტია, მაგრამ, ლევანტე დიდი ალბათობით გადავა წელს და განვითარებისთვის, ერთი სეზონი მაინც ლა ლიგა სჯობს, ძლიერი ლიგაა და ფეხზე კიდევ უფრო მყარად დადგება. თორე, სპორტინგში მაგის გაუქაცავი არაფერი არაა, გაქაჩავს, ცოტა მეტი ვარჯიში მოუწევს. ახლააქ მაგას ის ასაკი, როცა მაქსიმუმი უნდა აჩვენოს და კიდევ4-5 წელი,. დანარჩენი წლებიც ჩაშლაზე უფრო იქნება ორიენტირებული. წარმატებები
ლევან მაღლაკელიძე.
18:22 06-02-2025
1
წარმატებები, გიორგის. ფეხბურთი!!!!!
100%
23:45 05-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული