ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

AutoSharing Option
goal.philenews-ი The Motherwell Times-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თემურ ქეცბაია, რომელმაც სექტემბერში კვიპროსის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა, შეიძლება შოტლანდიურ „მოზერუელს“ ჩაუდგეს სათავეში.

გასულ კვირაში გადადგა „მოზერუელის“ თავკაცი სტიუარტ კეტლუელი, მისი შეცვლის სურვილი გრემ არნოლდს, სტივენ ნეისმიტს, რაიან ლოუს და თემურ ქეცბაიას აქვთ, რომელმაც კლუბს თავისი რეზიუმე გაუგზავნა. კლუბი მათ კანდიდატურებს განიხილავს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„მოზერუელი“ 25 ტურის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატზე 31 ქულით მეექვსე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული