Le Parisien-მა "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
"პარიზიენი" პსჟ-ის "მონაკოსთან" მატჩის პრევიუში წერს, რომ "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელი ლუის ენრიკე ძირითად შემადგენლობაში შემტევ სამეულში უეჭველი დააყენებს უსმან დემბელეს და ბრედლი ბარკოლას და დასადგენია მესამის ვინაობა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ არის, თამაში სჭირდება, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში შეიძლება სუპერშემცვლელის როლით დაკმაყოფილდეს და სასტარტოში დემბელესთან და ბარკოლასთან ერთად მარჯვენა ფლანგზე დეზირე დუე იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია.

პსჟ (სასტარტო): დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ლი, ვიტინია, ნევეში, ბარკოლა, დემბელე, დუე.

სათადარიგოები: საფონოვი, ზაგე, ტაპე, ბერალდო,
კიმპემბე, ერნანდესი, ფაბიანი, მეილიუ, კვარაცხელია, რამუში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
რა დაგემართათ ქართველებო?! კლავიატურით მებროძოლებად რომ იქეცით და თან ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო კვარაცხელიას რომ ებრძვით!!!

ერთი მოქალაქე
15:00 07-02-2025
0
ხვიჩა რომ ნიჭიერია დაამტკიცა ნაპოლში პირველი სეზონის განსაკუთრებით პირველ ნახევარში.მაგრად გაიბრწყინა.ახლა ვინც რა უნდა თქვას და შეფასებაც არ უნდა მისცეს ფაქტია ბევრად სუსტად თამაშობს.შეუძლია მომატება?რა თქმა უნდა შეუძლია,ოღონდ ამისთვის დიდი შრომაა საჭირო.არის თუ არა ამისთვის მზად არავინ არ იცის თვითონ ხვიჩას გარდა.ამიტომ გირჩევთ კამათს თავი დაანებოთ,როგორც იტყვიან თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდება.
ასეა ეს
13:37 07-02-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული