"ეს მას წნეხისგან გაათავისუფლებს, გუნდს ძალიან კარგად შეეწყო" - კვარაცხელია თანაგუნდელმა შეაქო

AutoSharing Option
ლიგა 1-ის 21-ე ტურში პსჟ-მა "მონაკო" 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში პარიზელთა ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ქართველის შესახებ მისმა თანაგუნდელმა, ვიტინიამ ისაუბრა.

პორტუგალიელის თქმით, "კვარა" ახალ გუნდს კარგად შეეწყო, გატანილი გოლი კი მას წნეხისგან გაათავისუფლებს.

"ყველა გახარებულები ვართ, რომ ხვიჩამ სადებიუტო გოლი გაიტანა. ეს მას წნეხისგან გაათავისუფლებს. ერთი ქვეყნიდან მეორეში ჩასვლა და ადაპტაციის გავლა, მარტივი არ არის.

ხვიჩა გუნდს კარგად შეეწყო და ჩვენც თავისუფლება მივეცით, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს. იმედი მაქვს, თავის შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს,
რაც წარმატებების მიღწევაში დაგვეხმარება", - განაცხადა ვიტინიამ.

შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 53 ქულით პირველ ადგილზეა, ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 11 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგაზე "ბრესტის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"კვარას" გიჟური გოლი - მისი დაკარგვა ტიფოზებს ვერ მოუნელებიათ" - ნეაპოლური მედია

altლუის ენრიკე: "კვარას" ყველგან შეუძლია თამაში და ბევრს გაიტანს - მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა

altკვარაცხელია: მინდოდა, გოლი რაც შეიძლება მალე გამეტანა
 

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაჟა ძია დიუმა წაიკითხე? :))))
ფაშაევი
18:34 08-02-2025
2
ბატონებო ვინც დამეთანხმებით დამეთანხმეთ, მე ჩემ აზრს გაგიზიარებთ! ქართულ ფეხბურთს ევროპული და თვით ფრანგული სპორტული გაზეთის "ეკიპი"-ს იმ დროინდელი შეფასებებით მუდმივად ყავდა განსაკუთრებული და განუმეორებლები: "ფეხბურთის კარუზო"-ბორის პაიჭაძე, "ორი დიდი M" - მიშა მესხი, სლავა მეტრეველი, "პრინცი" - კახი ასათიასნი, "ბარონი"- დავით ყიფიანი. ვვარაუდობ, რომ თუ ასე გააგრძელა, ჩვენს კვარას ფრანგული "ეკიპი" ან "ფეხბურთის ფიროსმანს", ან "მფრინავ ქართველს" შეარქმევს.
ვაჟა მასწავლებელი
14:48 08-02-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული