სიომინი: ხვიჩას გოლი შედევრი იყო - ლუის ენრიკეს პრობლემა ყველას მისცა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელია ისევ შეაქო.

„ვულოცავ ხვიჩას პსჟ-ში პირველ გოლს. თანაც ეს გოლი შედევრი იყო. ერთმეტრიან სივრცეში ორი მცველი მოატყუო და გაიტანო... ეს იმაზე მეტყველებს, რომ კვარაცხელია ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია. მისი დონე კიდევ უფრო მაღალი იქნება, რადგან მოხვდა მწვრთნელთან, რომელსაც ესმის, ის როგორ გამოიყენოს. თავადაც ესმის, მისგან რას ითხოვენ.

ხვიჩას პსჟ-ის მთავარ ვარსკვლავს ვერ ვუწოდებდი. მათ შეტევის შესანიშნავი ტრიო ჰყავთ: ბარკოლა, კვარაცხელია, დემბელე. ახლა მწვრთნელის მთავარი პრობლემაა დაადგინოს, ვინ რომელ პოზიციაზე ითამაშებს და როგორ განალაგოს ისინი
მოედანზე. როგორც იტყვიან, ყველას მისცა ასეთი პრობლემები.

კვარაცხელია ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც ოდესმე უთამაშია რუსეთსა და „ლოკომოტივში“. ტექნიკით მხოლოდ მარატ იზმაილოვი თუ შეედრება, მაგრამ წმინდა ფიზიკური თვალსაზრისით ხვიჩა უფრო ძლიერია“, - ციტირებს სიომინს championat-ი.

alt"წარმოუდგენელია, უბრალოდ დაფრინავს" - ლუის ენრიკემ შეგირდი შეაქო

alt"ეს მას წნეხისგან გაათავისუფლებს, გუნდს ძალიან კარგად შეეწყო" - კვარაცხელია თანაგუნდელმა შეაქო

მკითხველის კომენტარები / 3 /
ა კაცი! გაუმარჯოს ყველა ადამიანს ვისაც ხვიჩას დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში პატარა წვლილი მაინც თუ მიუძღვის!
ირაკლი
21:23 08-02-2025
2
კაი რა პავლიჩ, სანამ ციანდით არ მოუწამლიხარ ფსბ-ს შეწყვიტე ხვიჩას ქება.დდდდ
ჯონი
21:17 08-02-2025
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული