ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში „ლიონმა“ სახლში „რეიმსი“ 4:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ალეკსანდრ ლაკაზეტმა მონაწილეობა ვერ მიიღო, მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მან კომპენსირებულ დროში მეტოქის კარი დალაშქრა - შეფასებები: whoscored 7.7, sofascore 7.3, flashscore 7.3
.
ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
„ლიონმა“ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 33 ქულით მეექვსე ადგილზეა და 16 თებერვალს სტუმრად „მონპელიეს“ დაუპირისპირდება.
ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - რეიმსი 4:0
გოლები: 1:0 ტალიაფიკო (36), 2:0 ტოლისო (68), 3:0 შერკი (78), 4:0 მიქაუტაძე (90+3)
გაძევება: ზაბი (87, რეიმსი)