"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს

AutoSharing Option
ფრანგმა ჟურნალისტმა რუმან მოლინამ თავის YouTube არხზე საქართველოს ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" შემტევ ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა.

მას მიაჩნია, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბორდოსთვის" გადახდილი 6 მილიონი ევრო ზედმეტი იყო, რადგან ჩვენებურს მეტი მთხოვნელი არ ჰყავდა და ასევე ამბობს, რომ ზურიკოს არასტაბილურობა ახასიათებს.

"თუ ის კარგ ფორმაშია და მისი დღეა, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელის დონეზეა. დავითაშვილი წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს და თანაც არასტაბილურია", - თქვა მოლინამ.

ინფორმაციისთვის, დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში
ითამაშა, სადაც თავი 6 გატანილი გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
არ შეჭამეს ეს კაცი, ისეთი შეგრძნებაა რომ 20 გოლი უნდა ქონდეს გატანილი უკვე და მისი გუნდი ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოდეს, არადა მაგარ სუსტ გუნდშია, მაგარ ბანძ თანაგუნდელებში, რომლებიც ყოველ თამაშზე ბავშვურ შეცდომებს უშვებენ და მაგათ არ ეკუთვნით განხილვა და გაკიცხვა? ზუკას კიდევ 7 გოლი პლიუს 2 საგოლე პასი აქვს გაკეთებული, მეტი რა ჯანდაბა ქნას?
Givi
13:18 12-02-2025
4
სტაბილური ფეხბურთელი რომელიც სეზონში 10ს და მეტ გოლს იტანს 6 მილიონად მოგართმევენ.......... ბიჭი თამაშობს და გოლებს იტანს გაანძრიოს დაცვამ ერთი ადგილი არ გაუშვან გოლები და არ იქნებიან ბოლოში. ასევე სხვებსაც ევალებათ გოლის გატანა და გაიტანონ არავინ უშლით. გამაგიჟებენ ესენი ათეულობით გოლებს გთხოვენ და ფასი 5-6 მილიონი გაქვს
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული