"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს

AutoSharing Option
ფრანგმა ჟურნალისტმა რუმან მოლინამ თავის YouTube არხზე საქართველოს ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" შემტევ ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა.

მას მიაჩნია, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბორდოსთვის" გადახდილი 6 მილიონი ევრო ზედმეტი იყო, რადგან ჩვენებურს მეტი მთხოვნელი არ ჰყავდა და ასევე ამბობს, რომ ზურიკოს არასტაბილურობა ახასიათებს.

"თუ ის კარგ ფორმაშია და მისი დღეა, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელის დონეზეა. დავითაშვილი წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს და თანაც არასტაბილურია", - თქვა მოლინამ.

ინფორმაციისთვის, დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში
ითამაშა, სადაც თავი 6 გატანილი გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Ჩამო ზუკა გორელებს შემოგვიერთდი ლიბერასტების დასარბევად.ჩვენ კახელებს და გორელებს ესენგეში გვინდაააა
დიფსთეითა
14:41 12-02-2025
28
კახელია და რაის უიქიუ უნდა ქონდეს?
ერეკლე პაპი
14:36 12-02-2025
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული