გვიანია თითზე კბენანი. "დე ლაურენტისმა ვერ გათვალა, ვისთან ჰქონდა საქმე და ხვიჩას წასვლამ გუნდში უზარმაზარი უფსკრული შექმნა" - Areanapoli

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლის გამო „ნაპოლის“ პრობლემა შეექმნა და Areanapoli-ის აზრით, „კვარა“ უკეთეს დამოკიდებულებას იმსახურებდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სკუდეტოს მოპოვების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის აგეტმა კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს თავისი კლიენტისთვის სეზონური გასამრჯელოს 4 მილიონ ევრომდე მომატება მოსთხოვა, მაგრამ მან წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე ყურადღება არ მიაქცია, რადგან მიაჩნდა, რომ ხანგრძლივვადიანი კონტრაქტიდან გამომდინარე, არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. დონ აურელიომ ვერ გათვალა, რომ საქმე ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც სამართლიანად გრძნობდნენ თავს დაუფასებლად და იგნორირებულად:

Sportall.Ge

„ხანდახან ხელშეკრულებების შესასრულებლად მათი გადახედვაა აუცილებელი. რამეთუ ფეხბურთი
მოედანზე ისტორიის შექმნაა და მოთამაშე პატივისცემის ღირსია. ყველა სფეროში შრომა სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული, ფული კი თავის როლს თამაშობს. „ნაპოლიმ“ მის სანაცვლოდ მცირე თანხა როდი მიიღო - 75 მილიონი. თუმცა, ხვიჩას „პარი სენ ჟერმენში“ მოულოდნელმა გადასვლამ შემადგენლობაში უზარმაზარი უფსკრული შექმნა და გუნდი უეცრად ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდა. ქართველი ტალანტის ტრანსფერი ფაქტიურად გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო. დღეს ხვიჩა 24 წლის გახდა“.

altარც კვარაცხელია ჰყავს და აღარც ნერეში - კონტეს "ნაპოლიში" პრობლემები არ ელევა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვერ გავიგე კვარას ტრასფერი ფასი ყველგან 70მლ-ნი წერია,მათ შორის პსჟ-ს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე და აქ ყველა კომენტებში საიდან მოაქვთ 75 მლნი საინტერესოა.......
koba
11:13 13-02-2025
0
კვარა კიარა, მარადონა წავიდა თავის დროზე ნაპოლიდან და თავი არავის მოუკლავს. ან ვინ იფიქრებდა, რომ მესი წავიდოდა ბარსადან ან რონალდო რეალიდან? არავინ არ გადაყოლია ამ ამბავს და ნუ თვლით ნაპოლისთვის ტრაგედიად კვარას გადასვლას პსჟ-ში.
გულშემატკივარი
06:16 13-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული