"მშობლებმა ფრანგული იციან, მაგრამ სახლში ქართულად ვსაუბრობთ, ის პატრიოტიზმი, რომელიც ნაკრებში სუფევს, მშობლებმა ჩაგვინერგეს" - გიორგი მიქაუტაძე

AutoSharing Option
"ლიონის" ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ Kampo-სთან ინტერვიუში ოჯახსა და საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"როდესაც ჩემი ოჯახი საფრანგეთში გადმოვიდა, მშობლებმა ფრანგული არ იცოდნენ, დედა ინგლისურად საუბრობდა, მამამ კი მხოლოდ ქართული იცოდა. ახლა მათ ფრანგული იციან, მაგრამ სახლში ქართულად ვლაპარაკობთ და ვცდილობთ არ დავივიწყოთ ადგილი, საიდანაც მოვდივართ.

ჩემმა მშობლებმა საქართველო რუსეთთან ომის გამო დატოვეს, იქ ცხოვრება რთული იყო და საფრანგეთში ჩამოსვლა დაუგეგმავად მოუწიათ. ის პატრიოტიზმი, რომელიც საქართველოს ნაკრებში სუფევს, მშობლებმა ჩაგვინერგეს", - განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგიმ მიმდინარე სეზონში "ლიონის" მაისურით ყველა ტურნირზე 30
მატჩი გამართა, თავი კი 9 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altმიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

alt"საუკეთესოა, ვისთანაც მითამაშია" - მიქაუტაძემ კვარაცხელია შეაქო

altმიქაუტაძე სერია A-ს ერთ-ერთ გრანდში? - კლუბი არჩევანს ორ ფორვარდს შორის გააკეთებს
 

მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა შენ და შენს მშობლებს!
თქვენ გენაცვალეთ "ქართველებო" (პატივისცემა ყველა არაქართველს, ვინც ქართველების მიმართ პატივისცემით არიან)!
დროდადრო გავიხსენოთ ქართული ფილმი: ფესვები?
თემური
09:54 15-02-2025
2
გიორგი-ჟორჟი სანიმუშო და სამაგალითო ქართველია!!! მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ემსახურება საქართველოს. წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
19:34 14-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული