00:47 23-02-2025
წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ "გრანადა" ისევ ფრეს დასჯერდა [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძელთა გუნდის შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა გოლი გაიტანა, ანგარიში 2:0 გახდა და 78-ე წუთზე შეცვალეს, სტუმრებმა კი კომპენსირებულ დროში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ 35-ე წუთზე გონსალო ვილიარის გაძევების გამო „გრანადა“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
წიტაიშვილის თამაში flashscore-მ 7.5 ქულით შეაფას, sofascore-მ კი 7.2 ქულით. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„გრანადამ“ ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა ფრედ, 43 ქულით მერვე ადგილზეა და 2 მარტს გასვლაზე „კორდობას“ დაუპირისპირდება.
გრანადა. „ლოს კარმენესი“
გრანადა - სარაგოსა 2:2
გოლები: 1:0 რებახი (23), 2:0 წიტაიშვილი (48), 1:2 მარი (90+2), 2:2 მარი (90+4)
გაძევება: ვილიარი (35, გრანადა)
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
საღოლ კლიმენტიჩ.
1
0
Kargil raaaa.... Aseti ram arsad xdeba
0
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


