Le Parisien: "ლიონთან" სასტარტოში ლუის ენრიკე ერთ ფეხბურთელს შეცვლის

AutoSharing Option
„პარიზიენი“ წერს, რომ „ლიონთან“ პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში „ბრესტთან“ მოგებული მატჩისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი ცვლილებაა მოსალოდნელი.

კერძოდ, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე დასვენების საშუალებას მისცემს ფაბიან რუისს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო 14-დან 12 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და მის ნაცვლად თავიდან დეზირე დუეს ათამაშებს.

პსჟ (სავარაუდო შემადგენლობა): დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, დუე, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.

27 თებერვალს, თასის მეოთხედფინალში პარიზული გუნდი რანგით მეოთხე დივიზიონის „სტად ბრიოშინს“ დაუპირისპირდება. გამოცემის მტკიცებით, ლუის ენრიკე შემადგენლობაში როტაციას მოახდენს. ეს შეხვედრა რენში
ჩატარდება.

რაც შეეხება „ლიონის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს, ალეკსანდრ ლაკაზეტმა მუხლის ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და ქართველი, ალბათ, სასტარტოში იქნება.

altლუის ენრიკე: "კვარას" ტრანსფერის მიზანი გუნდის გაძლიერება იყო - "ლივერპულთან" შანსები 50/50-ზეა

altრა არის ლუის ენრიკეს პსჟ-ის წარმატების მთავარი საიდუმლო და შეტევაში მუდმივი როტაციის მიზეზი - გუნდის კაპიტანი და ფრანგული პრესა განმარტავს

altშედგება ქართული დუელი საფრანგეთში? - ლაკაზეტი პრესკონფერენციაზე და ხვიჩა 90 წუთის შემდეგ...

მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა რაა ეხლაც უნდა იყოს კვარა ძირითადში და იმ თასზე თამაშშიც კი უნდა იყოს ან ძირითადში ან ერთი ტაიმი მაინც ათამაშოს ! იმიტომ რომ კონდიციებშია მოსასვლელი და სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
zura222
16:47 23-02-2025
0
ყაველამ რაო.?
მ.ჯ
06:06 23-02-2025
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული