"ალისონმა წასვლა გადაიფიქრა, "ლივერპული" "მამარდას" კვლავ გაანათხოვრებს - ესპანური გამოცემა ქართველზე წერს

AutoSharing Option
"ლივერპულიდან" "ვალენსიაში" განათხოვრებული გიორგი მამარდაშვილი მორიგ სეზონში "მერსისაიდელების" რიგებში კვლავ არ ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაციას Eldesmarque ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "სქაუზერების" პირველმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა საუდის არაბეთში წასვლა გადაიფიქრა, რის გამოც ქართველ მეკარეს ისევ გაანათხოვრებენ.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდში ვიხილავთ მამარდაშვილს მომდევნო სეზონში, მას მერსისაიდულ კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, "ლივერპულმა" "მამარდა" გასულ ზაფხულს დაახლოებით 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ვალენსიადან" შეიძინა და ერთწლიანი იჯარით "ღამურების" რიგებში დატოვა.

altTBR Football: სლოტს ეჭვი ეპარება - მამარდაშვილის "ლივერპულში" გადასვლა გადაწყვეტილი არ არის

alt

გამოცემა ქართველზე წერს" />მამარდაშვილის გამო ალისონი შეიძლება "ნაპოლიში" გადავიდეს - რამდენად რეალურია ტრანსფერი?

altTEAMtalk: მამარდაშვილის გამო "ლივერპული" ალისონს დაემშვიდობება

მკითხველის კომენტარები / 10 /
იმედია დაარწევს ამ ლივერპულს თავს, მამარდას დიდი პატივისცემის მიუხედავად დიდი ალბათობით აქ ძირითადში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს
მირზა
16:18 01-03-2025
3
რაც იცის ის არ დავიწყდებოდა, დიდი იმედი მაქვს ძველ ფორმას დაიბრუნებს მამარდა, სანაკრებო თამაშებიდან მოყოლებული, არა ძველებურ ფორმაში, მე მგონია, რო უკვე ფიქრებით ლივერპულშია და ყველაფერი დალაგდება, წარნატებებს ვუსურვებ
გოგა
22:16 01-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული