"კვარა" შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მა "ლივერპულთან" მატჩამდე "ლილს" ადვილად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 24-ე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ლილი“ 4:1 დაამარცხა

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია წინა ოთხ მატჩში სასტარტოში დააყენა, ამჯერად კი 62-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 4:0 იყო. მან ბარკოლას ლამაზი პასით გაატანინა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, ხოლო დევიდმა სხვაობა შეამცირა.

პსჟ 62 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „მარსელს“ 14 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩს 6 მარტს ჩაატარებს - ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ლივერპულს“ უმასპინძლებს.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ლილი 4:1
გოლები: 1:0 ბარკოლა
(6), 2:0 მარკინიოსი (22), 3:0 დემბელე (28), 4:0 დუე (37), 4:1 დევიდი (80)

altდღეს ხვიჩას ფეხბურთის დღეა - პსჟს გარანტირებული ჩემპიონობა და ცალი თვალი სხვაგან...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თქვენნაირ შეუმდგარ, ენა მოტლიკინე კაცებზე ვკაიფობ :დ გამოვა კვარა გაგცემთ პასუხს კარგი თამაშით და ისევ შეიმალებით საიდანაც გამოძვერით და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ალბათ კარიერასაც რომ მორჩება ბიჭი სახლში გაჰყვებით და იქ გააკრიტიკებთ :დ
რაბუ
10:58 02-03-2025
7
ინგლისის, იტალიის და ესპანეთის წამყვანი გუნდები ბევრად უკეთესად გამოიყურებიან, ვიდრე ლიგა1-ის გუნდები, რა თქმა უნდა პსჟ-ს გამოკლებით.
პსჟ - მ დაცვა თუ არ "გააძლიერა" ჩემპიონთა ლიგის მომგები არაა!
კი, მაგრები არიან პსჟ-ს ფეხბურთელები, მაგრამ ვფიქრობ, პსჟ-სთვის ლივერპულთან ყველაზე მეტად საჭირო ფეხბურთელი კვარა იქნება!
ლივერპულთან სულ სხვა ფეხბურთი იქნება!
თემური
10:43 02-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული