"ენრიკემ "კვარას" გამო ამ ფეხბურთელზე თქვა უარი" - ბრიტანული გამოცემა ესპანელი სპეციალისტის არჩევანზე წერს

AutoSharing Option
პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ატალანტას" გარემარბის, ადემოლა ლუკმენის დამატების შანსი ჰქონდა, თუმცა ესპანელმა სპეციალისტმა არჩევანი ხვიჩა კვარაცხელიაზე შეაჩერა, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Liverpool Echo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 2 თვის წინ დედაქალაქურ კლუბთან მოლაპარაკებას ლუკმანის აგენტი აწარმოებდა, თუმცა პირადად ლუის ენრიკეს ჩარევით, პარიზელებმა "ნაპოლისთან" "კვარას" თაობაზე შეთავაზება გააკეთეს.

შეგახსენებთ, ლუკმენი "ატალანტას" მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან კონფლიქტის გამო, დიდი ალბათობით, "ბერგამოელებს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს. ადემოლამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 30 მატჩში თავი 17 გატანილი
გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელიაზე "მზრუნველი" მენდეშის ანგოლური ფესვები, მამის ტრაგედია, "ადევნებული" მამაკაცი და მისაბაძი მაგალითი...

alt"კვარა" შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მა "ლივერპულთან" მატჩამდე "ლილს" ადვილად მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯერ ხომ არ არის ერთი შეხედვით სრულიად ცხადი, სინამდვიშეში კვარამ პსჟ-ს დიდი ძალა შესძინა. სწორედ კვარამ აქცია ეს გუნდი საშიშად,თორემ იქამდე საკმაოდ ლამაზი გუნდი იყო.პსჟ იყო მომხიბლავი, ლამაზი ქალივით მამაკაცთა საზოგადოებაში. კვარამ, როგორც მინიმუმ ამ სილამაზეს მისცა ის მაცდურობა, რის ხიბლსაც ბევრის დაღუპვა შეუძლია. როგორ გინდა მას ეთამაშო, ფაქტია რომ რაღაც დრო მოგიწევს დაცვაში ჩადგომა, რა მაგარი გუნდიც არ იყო. კარგი ბატონო დაცვა შეიძლება რა ჰყავთ განსაკუთრებით უშუალო ფუნქციებში ფენომენალური, მაგრამ ისინიც ხომ გადმოვლენ შეტევაზე. იტალიაში დაიწყო საუბრები, რომ თითქოსდა რაღაც ხერხები მოიგონეს კვარას წინააღმდეგ, სინამდვილეში მინიმუმ ორი კაცის დაყენება სულ უწევდათ პირუთვნელად. ირწმუნეს რომ, სხვაგვარად სტადიომის იმ ადგილას ბალახი აღარ იხარებდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ნაპოლის სხვა ხალხი ვერ იყო ბოლო წლებში თავის დონეზე. აქ, პსჟ-ში კი ისეთი ბიჭები უდგას გვერდით, რომ ნაპოლის პონტში მინ. ორ კაცს კვარასკენ თუ მიმართავ, დანარჩენისგან კარგს არ უნდა ელოდო. შესაბამისად არავისთვის იქნება ადვილი ამას იდეალური ანტიდოტი მოარგოს. მითუმეტეს ამ სქემაში, სავარაუდოდ ლიონთან დაყენებულ სქემაზე საუბარი (ლივერპულთანაც ალბათ იგივეს ვიხილავთ) კვარა ბევრად ვარიატიულია,იმასთან შედარებით რაც პირველ ჯახში იყო, როცა მაშინაც კი უკვე სოლიდურ პრობლემად იქცა. ენრიკეს შესრულებით ბევრად დახვეწილი შეტევის მომსწრენი უნდა შევიქმნათ. იმედია, რაიმე გაუთვალისწინებელი რეციდივი მატჩს არ დააზარალებს.
ამატაკი
20:37 03-03-2025
1
ბარკოლასა დემბელეს სწორედ კვარა ჭირდება პასები რომ უკეთოს და არა ლუკმანი. სწორი გადაწყვეტილება მიიღო ენრიკემ. მბაპეს იმუტომაც შეელია თავისუფლად.
გიორგი
20:02 03-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული