Le Parisien: ვინ იქნება "ლივერპულთან" სასტარტოში, "კვარა" თუ დუე - საკითხვი აი, ეს არის!

AutoSharing Option
„პარიზიენში“ ჟურნალისტმა ადრიენ შანტეგრელემ პსჟ-ის „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩისთვის სამზადისზე სტატია გამოაქვეყნა და პარიზული გუნდის ძირითადი შემადგენლობის გამოცნობას შეეცადა.

ავტორი წერს, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ კლუბის ბაზაზე კარგ ამინდში სრული შემადგენლობით ჩინებულ ხასიათზე ივარჯიშა, მწვრთნელს ლუის ენრიკეს საკადრო პრობლემები არ აქვს, ვისაც უნდა დააყენებს სასტარტოში, ალბათ, იმ თერთმეტეულს აირჩევს, რომელმაც ამ სეზონში ყველა დიდი დაპირისპირება დაიწყო და მხოლოდ ერთი კითხვა არსებობს - დეზირე დუე თუ ხვიჩა კვარაცხელია?

„ვინ შეუტევს თავიდანვე ბრედლი ბარკოლასთან და უსმან დემბელესთან ერთად? ის შეიძლება
დეზირე დუე იყოს, რომელმაც ბოლო რამდენიმე კვირაში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა, არაა გამორიცხული, ესპანელმა სპეციალისტმა მას უპირატესობა ხვიჩა კვარაცხელიასთან მიანიჭოს და მარჯვენა ფლანგზე გაამწესოს. სამშაბათ დილით, დაპირისპირების წინ ბოლო ვარჯიშზე ლუის ენრიკე შეგირდებს დააკვირდება, შემდეგ კი პრესკონფერენციას ჩაატარებს“.

პსჟ-ის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, ფაბიანი, დუე, დემბელე, ბარკოლა.

ამავე გამოცემაში სტეფან ბიანკი აღნიშნავს, რომ „პარი სენ ჟერმენში“ იანვრის შუა რიცხვებში გადასულ „კვარას“ თავის გამოსაჩენად დიდი დრო არ დასჭირდა, კილიან მბაპეს მემკვიდრეობა ერგო, რაც ბევრისთვის მძიმე ტვირთი იქნებოდა, 7-ნომრიანი მაისური ბევრს ავალებს, ეს ნომერი როგორც მისთვის ასევე მრავალი ქართველისთვის კარგის ნიშანია - „პარი სენ ჟერმენში“ მე-7 კვირა, 70-მილიონიანი ტრანსფერი, 77-ე ნომერი „ნაპოლიში“, 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიმდინარე სეზონში.

alt"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - "ლივერპულთან" კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...

alt"ენრიკემ "კვარას" გამო ამ ფეხბურთელზე თქვა უარი" - ბრიტანული გამოცემა ესპანელი სპეციალისტის არჩევანზე წერს

 

altკვარაცხელიაზე "მზრუნველი" მენდეშის ანგოლური ფესვები, მამის ტრაგედია, "ადევნებული" მამაკაცი და მისაბაძი მაგალითი...



მკითხველის კომენტარები / 18 /
ძირითადი შემდგენლობა იქნება ის,რომელიც ლილთან თამაშში თავიდან გამოიყვანა.ლილთან გააკეთა ენრიკემ გენერალური რეპეტიცია და ამ სასტავმა პირველი ტაიმი ისე ითამაშა,რომ არა მგონია შეცვალოს.
მირო
16:54 04-03-2025
0
Kvara an due unda daayenos orives ver gariskav es liverpulia. Imedia kvaras daayenebsda tu daayena unda daglijos kvaramda mjera ro magra mjera ro magradac itamashebs enrike pliz ar gagvipucho saxamo qartvelebs ra (((
Achi
16:51 04-03-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული