"ევერტონს" მის წამოსაყვანად ამ თანხის გადახდა დასჭირდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ "კანფეტებს" "ჩაკვეს" შეძენა ურჩია

AutoSharing Option
"ბლექბერნის" "ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა ClubhouseTV-სთან ინტერვიუში გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

რობინსონმა "ევერტონს" ქართველი ნახევარმცველის შეძენა ურჩია.

"ჩაკვეტაძეა დევიდ მოიესის სტილის ფეხბურთელია, ქართველი ძალიან მშრომელია და მოედანზე ბევრს მოძრაობს. თავდაპირველად გიორგი "უოტფორდს" იჯარის წესით შეუერთდა, "კრაზანებმა" კი მცირე თანხის სანაცვლოდ გამოისყიდეს და ახლა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

"უოტფორდი" მწვრთნელებს ხშირად იცვლის, ვფიქრობ, რომ არც ფეხბურთელების გაშვებაზე იტყვის უარს. "ევერტონისთვის" ეს ტრანსფერი დიდი რისკი არ იქნება, რადგან ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომლის სანაცვლოდაც "უოტფორდმა" 2.5 მილიონი გადაიხადა. ცხადია, რომ "ყვითლები"
მას ამავე ფასად არ გაყიდიან, თუმცა ჩემი აზრით, 5 ან 7 მილიონი ქართველის სანაცვლოდ საკმარისი იქნება", - განაცხადა რობინსონმა.

შეგახსენებთ, "ჩაკვემ" მიმდინარე სეზონში "უოტფორდის" რიგებში ყველა ტურნირზე ჯამში 36 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა. "კრაზანები" ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-10 ადგილს იკავებენ.

altჩაკვეტაძე ძველ ფორმას იბრუნებს - OPTA-ს სტატისტიკა ინგლისის ჩემპიონშიპზე, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს

alt"უოტფორდმა" როგორც იქნა გაიმარჯვა - ჩაკვეტაძემ მაღალი შეფასებები მიიღო [VIDEO]

altჩაკვეტაძე "უოტფორდში" საუკეთესო იყო - მისმა გუნდმა ისევ წააგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩაკვეს ფასი დღეს არის მინ. 10-15 მილიონი. როგორც კი გადავა პრემიერლიგაში, 1 წელიწადში ფასი მოიმატებს 30-35 მილიონამდე.
,ეუფ
18:30 08-03-2025
5
ევერტონი დაუკავშირდა Watford-ს.
Watford-მა £20 მილიონი მოითხოვა.
ეს თითქმის 26 მილიონი ამერიკული დოლარია.
უფროსი ნაჩალნიკი
17:45 08-03-2025
2

სიახლეები პოპულარული