კიტეიშვილმა გაიტანა - "შტურმმა" მძიმე გრაცულ დერბიში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში „შტურმმა“ „გრაცერი“ 2:1 დაამარცხა.

„შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: flashscore 7.5, sofascore 7.4. ოთარის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი და 3 საგოლე პასია.

„შტურმს“ 43 ქულა აქვს, ვენის „აუსტრიასთან“ ერთად ლიდერია და 16 მარტს „ლასკს“ უმასპინძლებს.

გრაცი. „მერკურ არენა“
გრაცერი - შტურმი 1:2
გოლები: 1:0 პერჩტოლდი (78), 1:1 კიტეიშვილი (86), 1:2 იალკუიე (90+2)
გაძევება: პერტჩოლდი (88, გრაცერი)

alt"შტურმი" სტუმრად "ზალცბურგთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
კიტე გენაცვალე ჩვენი სიამაყე ხარ!
გიორგი
00:25 10-03-2025
0
კიტეს ნაკრებში ბოლომდე არ ვიყენებთ, სუფთა 10-იანია შტურმში და ბევრად უკეთესად თამაშობს მაგიტომ. კარგი იქნებოდა თუ ჩვენც 10-იანად დავაყენებდით. ჩემი აზრით ცენტრ-ფორვარდი მიქაუტაძე, ვინგერები კვარა და ზურიკო, 10-იანად კიტე და 2 საყრდენი ქოჩორა და ჩაკვე. 4 მცველი უკან, უფრო მაგრად ითამაშებდა ნაკრები, სანახაობრივად და ბევრად შედეგიანად
ვახტანგი
09:30 10-03-2025
0

სიახლეები პოპულარული