მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონმა" "ნიცას" მოუგო

AutoSharing Option
ლიგა 1-ის 25-ე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ნიცას“ 2:0 სძლია.

ორივე გუნდის მწვრთნელი - ფრანკ ეზი და პაულო ფონსეკა დისკვალიფიცირებული არიან და ტრიბუნაზე მათი გულთბილი შეხვედრა შედგა. ფონსეკამ გიორგი მიქაუტაძე 77-ე წუთზე ალეკსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, რის შემდეგაც ასევე შეცვლაზე შესულმა რაიან შერკიმ და ერნესტ ნუამამ დალაშქრეს მარცინ ბულკას კარი. მიქაუტაძესაც მიეცა შანსი, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.8, whoscored 6.4, flashscore 6.3.

„ლიონი“ 42 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 14 მარტს,
ევროპა ლიგაზე სახლში „სტიაუასთან“ გამართავს.

Sportall.Ge

ნიცა. „ალიანც რივეირა“
ნიცა - ლიონი 0:2
გოლები: 0:1 შერკი (78), 0:2 ნუამა (83)

alt"ეს პოლიტიკური აღსრულებაა" - ფონსეკას უკრაინელი მეუღლე თავისი ქმრის 9-თვიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული