
აღნიშნულია, რომ ფეხბურთელი ბრეტონულ ცაში გაფრინდა, ბურთი მაღალ სიმაღლეზე დაიმორჩილა, სურათი სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ქომაგების დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე მომხმარებელმა დაწერა, რომ ეს ბუნდესლიგის ლოგოს ჰგავს, მაგრამ უფრო შთამბეჭდავია.
![Le Parisien: სიგიჟე - "კვარა" ბრეტონულ ცაში გაფრინდა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/ec0ef915bccc022c9c07eff4a4428e90.jpg)
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ხვიჩამ „ლივერპულს“ შესანიშნავი გოლი გაუტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, თუმცა ფანებს უკვე შეაყვარა თავი. ფოტო ლიგა 1-ის საიტზე წარწერით გამოქვეყნდა: „კვარას“ ყველაზე საკულტო
სურათი“.
რა თქმა უნდა, კვარაცხელიას თამაშს ნეაპოლური მედიაც გამოეხმაურა და აღნიშნეს, რომ მათი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი პარიზელ გულშემატკივრებს შორის ძალიან პოპულარულია.
ლუის ენრიკე: მოგატყუეთ - "კვარა" სულ უფრო და უფრო უკეთ თამაშობს
იცით რა გამკვირვებია? ასეთი ნახტომის პატრონი თვით კრისტიანოს ნახტომებს ადარებენ და რატოა რომ კვარა თავით აქტიურად არ თამაშობს? იქნებ თვითონაც დახედოს ამ ფოტოს და მიხვდეს, აი ამ მცველს რა შანსი ექნება თავით რომ კვარამ მოინდომოს დარტყმა?