სადებიუტო ბუნდესლიგური გოლი დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე - ზივზივაძე დღეს 31 წლის გახდა და "ჰაიდენჰაიმში" პირველ გატანილ გოლზე ისაუბრა

AutoSharing Option
10 მარტს საქართველოს ნაკრებისა და "ჰაიდენჰაიმის" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე 31 წლის გახდა. დაბადების დღემდე რამდენიმეე საათით ადრე თავის თავს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა და სადებიუტო ბუნდესლიგური გოლიც გაუტანა.

"ჰოფენჰაიმთან" 25-ე ტურში გასვლით ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ჩვენებური მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, 65-ე წუთზე კი ულამაზესი დარტყმით თავი კლუბს ქულა მოუტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რა თქმა უნდა, ბუდუ ძალიან ბედნიერი იყო და თავისი ემოციები Sportschau-ს გაუზიარა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბუნდესლიგაში ჩემი პირველი გოლი გავიტანე. ეს
ოცნების ახდენაა. როდესაც ბავშვი ვიყავი და საქართველოში ვცხოვრობდი, ვოცნებობდი, რომ ტოპ 5 ლიგაში მეთამაშა.

ახლა კი აქ ვარ და გოლი გამაქვს, ეს მართლაც დიდებული გრძნობა და ბედნიერებაა. ასეთი მენტალიტეტით და ბრძოლით თამაში უნდა განვაგრძოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქულებს დავაგროვებთ", - აღნიშნა ზივზივაძემ.

ინფორმაციისთვის, ბუნდესლიგის 25 ტურის შემდეგ "ჰაიდენჰაიმს" 16 ქულა აქვს და ბოლო საფეხურზეა. ჩვენებურის გუნდს პლეი-ოფის ზონას 4, ხოლო პირდაპირ უძლიერესთა შორის ადგილის შემარჩუნებელ ზონას, 6 ქულა აშორებს.

Sportall.ge-ს სახელით ვულოცავთ ზივზივაძეს დაბადების დღეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჰაიდენჰაიმი ჩემპიონატში და ევროთასზე ერთდროულად თამაშობდა და ორ ფრონტზე,საკმაოდ შეზღუდული რესურსების მქონე გუნდს,აშკარად არ ჰკმაროდა ძალები.ახლა, როცა მხოლოდ ჩემპიონატში გამოდიან,მათ აქვთ ლიგაში დარჩენის რესურსი და ვფიქრობ ამ ამოცანას წარმატებით გაუმკლავდებიან.
სოსო
13:17 10-03-2025
2
სიამოვნებით ვულოცავ ბუდუს დაბადების დღესაც და პირველ გოლსაც,ბუნდესლიგაშიც.ვუსურვებ,ორივე გრაფაში 100-ს გადააჭარბოს და მუდამ ბედნიერი და წარმატებული გვენახოს.დასაწყისში კი,სომხეთთან ვუსურვებ შედეგიან და გამარჯვებით დასრულებულ ორ თამაშს.
სოსო
13:14 10-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული