დონარუმას ბენეფისი - პსჟ-მ აუღებელი ციხესიმაგრე აიღო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში პსჟ-მ "ლივერპულს" პენალტების სერიაში 4:1 აჯობა და ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს.

შეხვედრის პირველი 45 წუთი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა და არაერთი მომენტი ვიხილეთ. პსჟ-მ თამაში აქტიურად დაიწყო და არნე სლოტის გუნდის ნახევარზე პრესინგს მიმართა.

მე-12 წუთზე უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა, გაშვებული გოლის შემდეგ "მერსისაიდელები" გააქტიურდნენ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს.

პირველ ტაიმში საგოლე შანსი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეექმნა, დემბელეს პასით ქართველმა ბურთი კარში გადაგზავნა, მაგრამ მის დარტყმულს გრავენბერხი გადაეფარა და ბურთი კარს ასცდა. "კვარამ" ალისონთან პირისპირ
ბარკოლა და დემბელე გაიყვანა, მაგრამ მათ შანსები ვერ გამოიყენეს.

მეორე ტაიმი მერსისაიდელების სრული დომინაციით წარიმართა, თუმცა ჯანლუიჯი დონარუმა მოწოდების სიმაღლეზე იყო. 61-ე წუთზე "ლივერპულმა" კუთხურიდან მომენტი შექმნა, მოჰამედ სალაჰმა ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა, თუმცა ხვიჩამ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. ძირითად დროში არაფერი შეცვლილა, შესაბამისად მეოთხედფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობის გამოსავლენად, დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო.

ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია 101-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე კანგ ინ ლი შეიყვანა. დამატებით ტაიმებში არაფერი შეცვლილა და გუნდებმა გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოავლინეს. დარვინ ნუნიესის დარტყმული პენალტი დონარუმამ მოიგერია, ისევე როგორც კერტის ჯოუნსის და პსჟ-მ პენალტების სერიაში 4:1 იმარჯვა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ ითამაშებს, ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი მომდევნო ეტაპზე "ასტონ ვილასა" და "ბრიუგეს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - პსჟ 0:1
გოლი: დემბელე (12).

altდიდი მატჩი "ენფილდზე", "კვარას" მარცხნივ და ალექსანდრ-არნოლდის წინააღმდეგ თამაშის ალბათობა

მკითხველის კომენტარები / 44 /
ადრეც დავწერე ლივერი ისე რომ ჩაკეტილიყო როგორც პირველ თამაშში წასულოყი პსჟს საქმე თუმცა საკუთარ გულშემატკივარს ვერ აკადრეს.
რატი
12:24 12-03-2025
7
კვარას და მენდეშის ბენეფისი
ფედი
12:22 12-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული