პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ენფილდზე" "ლივერპულს" ამარცხებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში პსჟ "ლივერპულს" პირველი ტაიმის შემდეგ დემბელეს გოლით 1:0 ამარცხებს.

შეხვედრის პირველი 45 წუთი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა და არაერთი მომენტი ვიხილეთ. პსჟ-მ თამაში აქტიურად დაიწყო და არნე სლოტის გუნდის ნახევარზე პრესინგს მიმართა.

მე-12 წუთზე უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა, გაშვებული გოლის შემდეგ "მერსისაიდელები" გააქტიურდნენ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს.

პირველ ტაიმში საგოლე შანსი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეექმნა, დემბელეს პასით ქართველმა ბურთი კარში გადაგზავნა, მაგრამ მის დარტყმულს გრავენბერხი გადაეფარა და ბურთი კარს ასცდა. "კვარას" ზუსტი პასის შემდეგ
ბარკოლა  ალისონთან პირისპირ დარჩა, თუმცა ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელს ბრაზილიელმა კარის დარაჯმა აჯობა და არ გაატანინა.

ჯერჯერობით, ორი მატჩის ჯამში გუნდებს შორის ანგარიში ფრე 1:1-ია, თუ შეხვედრა ამ შედეგით დასრულდება, "ენფილდზე" დამატებით დროს ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია გავა პსჟ მაგრამ როგორ შეიძლება ასეთ დონეზე ამდენი არასწორი გადაცემის გაკეთება და ასე მარტივად ბურთის დაკარგვა?!
რიკი
00:52 12-03-2025
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული