ლუის ენრიკე: ეს მხოლოდ დასაწყისია - ცვლილებები ფეხბურთელების დაღლილობის გამო გავაკეთე

AutoSharing Option
„ლივერპულის“ სტუმრად დამარცხების და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, კომენტარი პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა:

„მომხდარის გაანალიზება მიჭირს, რადგან ჯერ კიდევ ემოციებში ვიმყოფები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ვაჩვენეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. დღეს, ჩვენს 3 ათას გულშემატკივართან ერთად, რომლებიც „ენფილდზე“ იყვნენ, შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და გამარჯვებით ამაყები ვართ. მინდა დონარუმა გამოვყო. ეს მხოლოდ დასაწყისია! ჩენი მენტალობა იმაში მდგომარეობს, რომ უკეთესი გავხდეთ. ძალიან რთული თამაში იყო, ბურთის შენარჩუნება გვიჭირდა, რადგან ძლიერი მეტოქე გვყავდა. ეს გამარჯვება ყველა ჩვენი გულშემატკივრისთვისაა.

ახლა აღდგენაზე და
მოგების აღნიშვნაზე უნდა ვიფიქროთ. ვაჩვენეთ, რომ მიუხედავად სტადიონზე ატმოსფეროსი, ფეხბურთის თამაში გვიყვარს. გმირობა? ჟურნალისტების საქმეში არ ვერევი, ამას რაც გინდათ, ის დაარქვით. მოგება პროგრესირებაში დაგვეხმარება. შესანიშნავ ფორმაში ვართ. ვართ თუ არა ფავორიტები? ისეთივე შანსი გვაქვს, როგორიც მეოთხედფინალში გასულ დანარჩენ შვიდ გუნდს. გასახდელში ზეიმი გვქონდა, თუმცა გვესმის, ჯერ არაფრისთვის არ მიგვიღწევია.

რამუში პენალტის დასარტყმელად შევუშვი? ცვლილებები ფეხბურთელების დაღლილობის და სხვა ასპექტების გათვალისწინებით გავაკეთე".

მკითხველის კომენტარები / 25 /
გაგიკვირდებათ, მაგრამ მე და სურიკა ვართ ბოტები. ფეხბურთი საერთოდ არ გვაინტერესებს.
ასეა! და zura222
17:31 12-03-2025
2
მე მეგონა, რომ სხვისი სახელებით კომენტარების წერა მარტო ჩვენ, კრემლებოტებს, შეგვეძლო. რას ვიფიქრებდი, რომ ამ უნამუსობის ყველაზე დიდი მსხვერპლი მე გავხდებოდი?!
ასეა!
17:19 12-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული