ვინ იყო ზარმაცი, ქინქლაძე?! რას იხსენებს მწვრთნელი, ვინც გიო ფეხბურთში დააბრუნა

AutoSharing Option
"სამტრედიის" ფიზმომზადების მწვრთნელმა თემურ ლორთქიფანიძემ გაზეთ "ლელოს" ვრცელი ინტერვიუ მისცა. სპეციალისტმა, რომელსაც ცნობილ საფეხბურთო სკოლებში უმუშავია და ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებიც გაუზრდია, გიორგი ქინქლაძის ბავშვობის წლები გაიხსენა...

Sportall.Ge"...1973 წელს დაბადებულები ჩამაბარეს. "ნორჩ დინამოში" ამ ასაკის 4 გუნდი იყო. თავიდან სულ 6 ბავშვი დამხვდა. დავიწყე მათი ძებნა. ერთმა მითხრა, დიდუბეში მაგარი ბიჭია, მაგრამ დედამისმა ცეკვაზე, სუხიშვილების სტუდიაში გადაიყვანაო. მოიყვანეთ-მეთქი.

ვნახე და გავოგნდი - ბურთს "ღეჭავდა". ეს ბიჭი გიო ქინქლაძე აღმოჩნდა...

მამამისი მაშინ რუსეთში საქმიანობდა და დედების ამბავი ხომ იცით? -
შვილის ცეკვაზე შეყვანა ურჩევნიათ. ქალბატონ ხათუნას ვთხოვე - სამი დღე ჩემთან იაროს, სამი დღე - ცეკვაზე-მეთქი. დამთანხმდა და გუნდის შენება დავიწყე...

ზარმაცი?! ვინ გითხრათ?! იცით, როგორი შრომისმოყვარე და მონდომებული იყო? სხვათა შორის, ერთხელ 4 წლით უფროსებს შევხვდით, სადაც მამუკა აფციაური და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები თამაშობდნენ და უნდა გენახათ, დიდებს რას უშვებოდა. ეტყობოდა, რომ დიდი ტალანტი იყო...", - იხსენებს ბატონი თემური.

თემურ ლორთქიფანიძესთან სრულ ინტერვიუს SPORTALL.GE მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 21 /
გიო...10 ნომერი... ფეხბურთი მან შემაყვარა,გენია იყო სტადიონზე,ღმერთმა დიდ ხანს ამყოფოს ჯანმრთელად,,ყველაზე მაგარი ქართველი ფეხბურთელი იყო და არის...ვისაც არ გინახავთ ჩვენი 10-ნი ნუ წერთ კომენტარებს..ცაცია კილერი იყო მეკარეების რისხვა:)
ucha
03 თებერვალი 2017 07:13
4
ცოტა ხნის წინ მანჩესტერში მომიწია ჩასვლა, პაბში შევედი და ადგილობრივი გამომელაპარაკა. რომ გაიგო ქართველი ვიყავი პირველი ქეცბაია გაახსენდა ემოციური იყო ძაანო (ეს რატომღაც ევერტონის ფანი იყო). ქინქლაძეზე რომ ვკითხე დამცინა ეგ რანაირი ფეხბურთელი იყო ყველას ზარმაც და ნარკომანად გვახსოვსო. არც ვიცოდი ეგეც თუ ქართველი იყოო. ძალიან მეწყინა. სამაგიეროდ შოტლანშიაში მარტო არველაძის გამო სამ სხვადასხვა პაბში უფასოდ დამალევინეს ლუდი ისე უყვართ.
ilia
03 თებერვალი 2017 03:06
1
თითონ თავისივე ტანაგუნდელები აღიარებენ,ბევრჯერ უთქვამს შოთასაც შეეძლო უფრო მეტი პროსტა ფულმა ითამაშა ფაქტორი მის კარიერაში.გიოს ადგილი იმ დიდ ფეხბურტელების პენთეონში უნდა ეკუთნოდეს.ცოტანი იყვნენ მასეთი ფეხბურთელები რომლებიც მარტოკა წყვეტდნენ თამაშიშ ბედს.დასანანია მაგრამ მეორე მხრივ მეამაყება რომ გყვავდა მსოფლიოს დონის დრიმბლიორი
jojo
03 თებერვალი 2017 02:55
2
კაცი თვითონ ამბობს, ნაკრების თამაშებზე რამის 1 კვირის უვარჯიშებელი ჩამოვდიოდიო.მაგაზე რა უნდა ვიფიქრო, არ ვიცი. მეტის მიღწევა ნამდვილად შეეძლო
333
03 თებერვალი 2017 01:26
1
ბატონო თემურ, გეთანხმებით, პატარა გიო ქინქლაძე არ იყო ზარმაცი და მუდამ ცდილობდა უფროსი ასაკი ბიჭებთან გამოეჩინა თავი. მისი არხეინი დამოკიდებულება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფული გაუჩნდა და იმით კმაყოფილდებოდა, რომ მაღალი ხელფასი(მაშინდელ საქართველოში ძალიან მაღალი) ქონდა. თავს აღარც ვარჯიშზე იწუხებდა და "უჯიგროდ" თამაშობდა. ეს ფაქტია და ტყუილად ნუ იკამათებთ.
ნიკოლოზი
02 თებერვალი 2017 20:18
0
გიო მაგარი იყო. ადვილია სხვისი ქილიკი. მას ინგლისელები KINGLAD მოიხსენიებდნენ.
დავითი
02 თებერვალი 2017 20:00
4
თუ ზარმაცი არ იყო მაშინ სულელი გამოდის. სულელი კი ნამდვილად არ იყო . ზარმაცი და რატომღაც უმოტივაციო იყო. არა და ბარსა მისთვის უცხო არ იქნებოდა
გრიშა
02 თებერვალი 2017 19:36
1
Nakrebs aseti mekareebbi rom hkoloda albat mevrs miagwevda
soso
02 თებერვალი 2017 18:10
1
ზარმაცი იყო აბა რა იყო
giga
02 თებერვალი 2017 17:50
0
ხო განადიდეთ, გააიდიალეთ ეს უსაქმური და თავისი ტალანტის დამღუპელი ფეხბურთელი
ჯონდო
02 თებერვალი 2017 17:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული