ევროთასებმა და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა ბევრი პრობლემა გამოაჩინა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ფიზიკური მომზადებაა. ჩვენს მოთამაშეებს 90-წუთიანი დატვირთვის ატანა, მოძრაობა და ტემპის შენარჩუნება უჭირთ და დიდწილად ამის გამო იჩაგრებიან. სამწუხაროა, რომ თანამედროვე ფეხბურთის პირობებშიც კი საქართველოში ეს პრობლემა ჯერაც გადაუჭრელია...
ავთანდილ ბერიძე ფიზმომზადების ცნობილი სპეციალისტია და ამ
- ამ თამაშებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფიზიკური მომზადების პრობლემები. მერე სწრაფი აზროვნებაც იჩენს თავს, უნდა დავანებოთ თავი ბურთის უსაშველო ტარებას, უნდა გადავაადგილდეთ ბურთის მიმართულებით და ვისწავლოთ უბურთოდ მოძრაობა. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელები ცდილობენ, ასწავლონ ეს თავიანთ მოთამაშეებს, მაგრამ ბავშვობიდან არასწორად თამაშს რომ არიან შეჩვეულები, ახლა გადაჩვევა უჭირთ.
- ესე იგი, ეს უცოდინარობის პრობლემაა?
- რა თქმა უნდა, ფიზიკური მომზადება ცოდნის გარეშე შეუძლებელია - ეს პირველი. მეორე: შეცდომებია დაშვებული ბავშვთა სპორტში. ეტყობა, მწვრთნელებს ვიღაცამ უთხრა, რომ გარკვეულ ასაკამდე დატვირთვები არ შეიძლებაო და ისინიც არ აძლევენ ამ დატვირთვებს.
- აბა, როგორ უნდა გაიზარდოს ბავშვი?
- სინამდვილეში, ფიზიკური თვისებების განვითარება - ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, კოორდინაცია, ბალანსი - იწყება 10-11 წლიდან და ამ ასაკს თუ ასცდი, მერე პრობლემები ჩნდება. მოზარდმა თავისი ასაკის შესაბამისი დატვირთვა უნდა მიიღოს. მცოდნე მწვრთნელი ბავშვს სწორი მიმართულებით განავითარებს.
2015 წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ჩატარდა. და რა შედეგი მივიღეთ? ქართველები სპორტის ყველა სახეობაში ჩამოვრჩებოდით, იმიტომ, რომ მზადება გვიან დავიწყეთ. ადრე 16-წლამდელების ნაკრებები იყო, ახლა უკვე 13-წლიანების გუნდებია...
- რატომ შემცირდა ასაკი?
- იმიტომ, რომ სპორტი გაახალგაზრდავდა. მეორე შეცდომა მზადების მიმართულებაშია: მწვრთნელები ბავშვებს ძალიან ნელ ტემპში აძუნძულებენ, რაც სიხშირის დაგდებას იწვევს და მერე სწრაფი გადაადგილება ვერ ხერხდება.
- გამოსავალს რაში ხედავთ?
- სწორ მიდგომასა და ცოდნაში. თამაშის დროს, ის კი არ არის მთავარი, რამდენი კილომეტრი ირბინა ამა თუ იმ ფეხბურთელმა, არამედ ის, თუ როგორ სისწრაფეზე, როგორი ენერგიით, როგორი სიმძლავრით შესრულდა სამუშაო.
დავადგინეთ, რომ მთავარია ტემპი. ახლა ვიკითხოთ - როგორი ტემპი გვინდა? ეს უნდა ეფუძნებოდეს სწრაფ გამძლეობას. ვთქვათ, სპორტსმენი 30 მეტრს 3,8 წამში გარბის - სწრაფი გამძლეობა იქნება, როცა ის 4,0 წამში გაიქცევა. თამაშის დროს ეს ბევრჯერ თუ მოახერხა, მაშინ ერთხელ 3,8 წამიდანაც გამოვა. ანუ მთავარია სისწრაფე და სწრაფგამძლეობა.
უდიდესი ადგილი უჭირავს სპეციალურ გამძლეობას, რაც მოიცავს დაახლოებით 100-400 მეტრების რბენას, ასევე, რამოდენიმე სახედ იყოფა ძალა - სწრაფი ძალა, ფეთქებადი ძალა და ძალის გამძლეობა. იგივეა გამძლეობის შემთხვევაში - საერთო გამძლეობა, სპეციალური გამძლეობა... ახლა ფეხბურთელს და ნებისმიერ სათამაშო სპორტის წარმომადგენელს საერთო გამძლეობა არ სჭირდება, რადგან ეს ყველას აქვს.
- აბა რა გვჭირდება?
- ჩვენ გვჭირდება სპეციალური გამძლეობა! ერთი მარათონელი 42 კილომეტრსა და 95 მეტრს გარბის ძალიან მაღალ ტემპში, ისე, რომ სხვა სახეობის წარმომადგენელი ერთ კილომეტრზე ვერ გაიქცევა. მაგრამ ასეთი გამძლეობით ფეხბურთს ვერ ითამაშებს. მაგალითად, უსაინ ბოლტი მაგარია, მაგრამ ფეხბურთს ვერ ითამაშებს. ამიტომაა საჭირო, ფეხბურთელს ჰქონდეს სპეციალური გამძლეობა, რომელიც ადრეულ ასაკში უნდა დამუშავდეს და მერე დაიხვეწოს - ბალანსი, კოორდინაცია, მოქნილობა, ალღო, სწრაფი აზროვნება...
ამას გარდა, დატვირთვების დროს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ აღდგენას. ჩვენი ფეხბურთელები ძირითადად შემდეგ პულსებზე მოქმედებენ - ზედა ზღვარი 160-ია, ქვედა - 100. გაქცევის შემდეგ უკან სიარულით ჩამოდიან და გამოსდის ზეაღდგენა. არადა, დიდ სპორტში განვითარების პულსად ითვლება 170 ზედა ზღვარი და 140 - ქვედა. ეს არ გამორიცხავს პულსს 190-200 და 130-120, გააჩნია დავალებას - რაც მეტია რბენის ტემპი, მეტია დასვენება.
მწვრთნელები ამ ზონებში სპორტსმენებს არ ავარჯიშებენ. ამიტომ, კარგად მომზადებულ გუნდთან ბრძოლა ძალიან გვიჭირს. ადრე, გამძლეობისთვის "კუპერის ტესტი" იყო, სადაც მოთამაშებს უნდა ერბინათ მინიმუმ 3200 მეტრი.
დამეთანხმებით, ვერც მიშა მესხი და ვერც ბრაზილიელი რონალდო მაგას ვერ ირბენდა. მაგრამ შედეგები ვიცით - იყო ტესტი 7X50 მეტრზე, სადაც 60 წამში უნდა ჩატეულიყო. დღეს ეგეც არ არის მოთხოვნა და საზომად უფრო პატარა მანძილია აღებული, ოღონდ, მეტი გამეორებით - 12X25 მეტრი და 55-60 წამში უნდა დაიფაროს.
ერთსაც ვიტყვი - უნდა ვისწავლოთ უბურთოდ სირბილი, ერთი ან ორი შეხებით თამაში, დინამიკური სწრაფი ტექნიკა, თორემ ადგილზე 400-ს მეც ვკენწლავ.
- უბურთოდ სირბილი რატომ არის ქართველების პრობლემა?
- იმიტომ, რომ მეტი შრომა უნდა. მოთამაშე ბურთის მიმართულებით უნდა მოძრაობდეს. ეს არის შავი სამუშაო, რასაც თავის დროზე კარგად ასრულებდა თემურ ქეცბაია.
ჩვენები მოედნის ყველა პერიმეტრზე ცდილობენ კაცის მოტყუებას, ამიტომ იგვიანებს პასი და მოწინააღმდეგე დაცვაში ადვილად ჯდება. რაც მთავარია, ამ ზედმეტი მოძრაობებით ჩვენი ფეხბურთელები ენერგიას უაზროდ ხარჯავენ და ნაადრევად იღლებიან.
ბურთს ერთი თვისება აქვს - ნებისმიერ ფეხბურთელზე სწრაფად მოძრაობს. ამიტომ, დროული პასი შეტევის სწრაფად განვითარების წინაპირობა და ნახევარი საქმეა. ჩვენ სწორედ ამის შეცვლას უნდა ვეცადოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შედით სკოლებში მთელ საქართველოს,აარჩიეთ ბავშვები -რაგბისათვის,ფეხბურთის,კალათბურთის,წყალბურთის...
ანუ მწვრთნელებმა ჩ ა ი ბ ა რ ო ს ბავშვები და ჩაუნერგოს გონებაში-თუ კარგი რაგბისტი, ფეხბურთელი,კალათბურთელი
შეიქმნება...საკუთარ ცხოვრებას მაგრად მოიწყობს,საკუთარ ოჯახს მაგრად გააძლიერებეს,მთელ სანათესაოს ძლიერ დაეხმარება და ზოგადად ერისათვის ავტორიტეტული და საამაყო შეიქმნება!
ფეხბურთელე ბავშვებს-ბავშვობიდანვე შეაჩვიეთ 10 კლმ-ობით სირბილი,ყოველ დღე,აქედან ნახევარი ბურთით (4 მეტროში რომ ვერ ატარებენ ბურთს და ისე გაიგდებენ,აღარაფერი ჭირდება რომ აართვან) ,კვირაში 2-ჯერ შტანგაზე,ძალისმიერად ძლიერ ბეჭი რომ ქონდეთ - ფსიქოლოგიური სიმტკისათვისაც, ყოველ დღეს 1 საათი მეკარის მოედნიდან გარე დარტყმები სიზუსტისათვის ...დახვეწონ ინდივიდუალური ტექნიკური მონაცემები ,
ანუ ჯერ ინდივიდუალურად გააძლიერეთ და განამტკიცეთ ბავშვი
და შ ე ტ ე ვ ა,შ ე ტ ე ვ ა ზ ე ფიქრებით ... მერე პასებზე,
და მას მარტივად შეისწავლიან ...თორე სწორად მაგ პასებით იშორებენ ბურთს ,ფიზიკურად,ფსიქოლოგოიურად და ემოციურად ს უ ს ტ ე ბ ი რომ არიან და ერთი წინააღმდეგობა და უკან-უკან რომ იხევენ უკან,სწორად პასებით...ისე რომ გაგაგიჟებთ ადამიანს,უკან პასებით- ფ ე ხ ბ უ რ თ ი არ არის (!)
ბარსელონა თუ პასებით თამაშობს,ოღონდ წ ი ნ- ფეხბურთელები ჯერ ინდივიდიალურად არიან ძ ა ლ ი ა ნ ძლიერები და სრულფასოვნები და მერე...
კახაძეს არც მისცემენ შანსს და არცაა საჭირო რომ მისცენ. პიროვნულად დიდებული ადამიანი სჩანს ელგუჯა, მაგრამ როგორც ამ საქმის ვითომ პროფესიონალმა, სრულიად ამოწურა ნდობის და ინტერესების კრედიტი.
სანამ მტრის ხატს არ მოიშორებს თვალებიდან,სანამ არ გათავისუფლდება თვითშეგონებისაგან რომ ყველა ჩემი მტერიაო(რაღა მაგ და რაღა ტარიელ კაპანაძე თავისი თავისუფალი ენერგიის გენერატორით,რომელსაც 20 წელიწადია დაათრევს აქეთ-იქეთ), მანამდის მაგ კაცს არავინ არაფერს სერიოზულს არ ანდობს.
მას შეუძლია აიყვანოს ნებისმიერი სამოყვარულო კლუბი და დადოს რეზულტატი.არაა აუცილებელი მესამე, მეორე, 1-ლი ლიგის კლუბში შეძვრეს,არაა აუცილებელი ფეხბურთში მაინცადამაინც, შეუძლია სხვა სახეობებშიც,მოამზადოს მორბენლები 400-800-1500-2000 მეტრიანები.
რაშია პრობლემა?- მის ხასიათში!
https://www.youtube.com/watch?v=yDnZQZJsipE
ვისაც არ გიყურებიათ,უყურეთ.
მერაბის კი მადლობა კარგი სტატიისათვის.