"ფონდის მიერ ჩარიცხული თანხის უმეტესი ნაწილი აკადემიებს უნდა მოხმარდეს!"

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი 20 ივლისს, გადაცემა "სპორტი იმედზე"-ს სტუმარი იყო და სხვა საკითხებთან ერთად, ფეხბურთის განვითარების ფონდზეც ისაუბრა.

მინისტრის თქმით, იმ თანხის უმეტესი ნაწილი, რომელსაც კლუბებს ფეხბურთის განვითარების ფონდი ურიცხავს, აკადმიებს უნდა მოხმარდეს.

"მინდა, ხალხმა დაინახოს, რომ ეს ფული ხვალინდელი დღისთვის, მომავლისთვის იხარჯება. კლუბებმა ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხები თავად მოიძიონ, მე კი რეკომენდაციით მივმართავ როგორც ფონდს, ისე ფეხბურთის ფედერაციას, რომ კლუბებში გადარიცხული თანხის უმეტესი ნაწილი აკადემიის განვით
არებას მოხმარდეს.

თუ ასე გაგრძელდა, ევროტურნირებზე ჩვენი კლუბებისგან განსაკუთრებულ შედეგს არ უნდა ველოდოთ. სჯობს, ეს ფინანსები ახალაგზრდა თაობას დავახარჯოთ, კლუბებმა აღზარდონ ისინი და მერე, შედეგიც იქნება", - თქვა მინისტრმა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ფეხბურთელებს ხელფასს რატო უხდიან ან რაში უხდიან?
haha
11:12 22-07-2017
0
რატო გვავალდებულებს სახელმწიფო ანუ სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია ამ არაფრის მაქნისი და მუქთამჭამელი კლუბების დაფინანსებას ბიუჯეტიდან , შეეკითხნენ ხალხს ? ? ?
დათო-სიმართლე
13:49 22-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული