როგორც გიორგი ყიფიანისგან შევიტყვეთ, მან საქართველოს ნაკრებში უცხოეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი მიიწვია, თუმცა მათგან აქ ჩამოსვლაზე უარი მიიღო. საუბარი მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველ გიორგი მელქაძეზე, "ეთნიკოსის" ნახევარმცველ ნიკა ყიფიანზე და ყაზანის "რუბინის" ასევე ნახევარმცველ გიორგი მახათაძეზეა.
სამაგიეროდ, საქართველოში ჩამოსვლასა და აქ თამაშზე უარი არ უთქვამს პოლონური "რუხის" დუბლების წევრ საბა ჯიქიას. ჯიქია 18 წლისაა
მკითხველი:
- რა შეიძლება გაკეთდეს , რომ მომდევნო ჩემპიონატებზე შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოდ შედეგი და ხარისხიც? ამ ბიჭების უმრავლესობა აღარ იქნება ამ ასაკობრივ გუნდში და საიდან იგეგმება შევსება გუნდის ? უცხოეთში ბევრი ჩვენი თანამემამულე თამაშობს ფეხბურთს, რომლებიც ჯერჯერობით არ გამოჩენილან საქართველოს ნაკრებში. თუ ხდება ამ კუთხით მუშაობა?
- იმ გუნდის 5 ფეხბურთელი, რომელმაც წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, 1999 წელსაა დაბადებული, შესაბამისად, მათ ამ გუნდში თამაშის შესაძლებლობა შემდეგ წელსაც ექნებათ. გარდა ამისა, კლუბებში დავაკვირდებით ფეხბურთელებს და არსებულ ფეხბურთელებს კიდევ იქიდან დავუმატებთ.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ფეხბურთელებს კლუბებში სტაბილური გარემო სჭირდება. მათ სავარჯიშოდ და სათამაშოდ კარგი პირობები უნდა ჰქონდეთ, რომ მომავალში თავის წარმოჩენა მოახერხონ. საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო. მართალია, ჯერ ყველაფერი იდეალური ვერ არის, მაგრამ, მთავარია, დაიწყო.
რაც შეეხება უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებს, ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ. რამდენიმე ფეხბურთელს შევთავაზეთ კიდეც, რომ აქ ჩამოსულიყვნენ და ეთამაშათ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო უარი გვითხრეს. უარი გიორგი მელქაძისგან, ნიკა ყიფიანისგან და გიორგი მახათაძისგან მივიღეთ.
მოვიწვიეთ ასევე "რუხის" დუბლებში მოთამაშე საბა ჯიქია. ის უკვე იყო ჩვენთან, რუსეთთან ითამაშა კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, ასაკით 1 წლით უმცროსია და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, ამ ბიჭს აქვს იმის პოტენციალი, რომ რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში ითამაშოს.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ განაცხადში გვყავდა რუსეთში მოთამაშე ალექსანდრ კახიძე, რომელიც დიდი ხანია იქ ცხოვრობს. მასზე ინფორმაცია მეგობრებისგან მივიღეთ, ჩამოვიყვანეთ, დავაკვირდით, მოგვეწონა და ევროპის ჩემპიონატზეც გვყავდა.
ერთი სიტყვით, ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ.
Sportall.ge სრულ ინტერნეტკონფერენციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ეტყობა რაღაც სპეციალური პროგრამა აქვთ ტყინის გამოლაყების