როგორც Fotospor იუწყება, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ილდირიმ დემირორენი ბლანთან მოსალაპარაკებლად პარიზში გაემგზავრა.
დემირორენი საფრანგეთში შეხვდება თავად ბლანსა და მის აგენტს, რათა შესაძლო კონტრაქტის დეტალები განიხილოს.
თურქეთის ნაკრების წინა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა თანამდებობა პირადი მიზეზების გამო ცოტა ხნის წინ დატოვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"